ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
29 აგვისტო, 2014


ქართული ტყის ნობათი

ერთმანეთს ეჯიბრება
ნოდარი და ნომადი
უფრო კარგად ვინ იცის,
ქართული ტყის ნობათი.

კენკრა მრავალფერია
ტკბილი მწარე სურნელით,
კოწახური, მოცხარი,
მთის მოცვი  და კუნელი.

ფხალეული ულევი,
ქორფა ათასნაირი,
დანდურსა და ბალბას,
ტოლს არ უდებს ღანძირი.

ტყეს მძივებად აბნევია,
სოკო მრავალნაირი,
კალმახა კი ხეზე ცოცავს,
ვერ იპოვა ადგილი.

წაბლი როგორც ზღარბები
ქვეშ უძვრება ფოთლებს,
გამოხდება უმალვე,
თუკი დააბოტებ.

წამლად გამოგადგება,
მთის ყვავილთა ნაკრები,
ყველა ტკივილს აყუჩებს
გვირილების ნაყენი.

პანტა მსხალი, პანტა ვაშლი,
გარეული ზღმარტი, შინდი,
ზამთარშიც კი ასხიათ,
არ აქვთ ყინვის შიში.

ნადირობის მოყვარულთ,
სიუპრიზი ულევი,
სიმცირეს არ უჩივის,
ტახისა და კურდღელის.

ტყის ქათმებიც მრავალი,
ღალა, გნოლი და როჭო,
თუ მიზანშიც ისვრით
არ ააცდენთ ხოხობს.

ოჯახებს დაგიპურებს,
ტყის ბარაქა,ნობათი
თუ კი ბარმა გიმტყუნა,
გაქვს სიმცირე მოსავლის.

მარტო უნდა ინატრო,
მუხლი გქონდეს ძლიერი,
ამ მთა–ბარის პატრონი,
არ დარჩები მშიერი.,



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები