ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
22 ოქტომბერი, 2015


ტურა, მგელი, მელა

ზამთარია; თოვლი, ყინვა,
სუსხი წვდება ყველას,
მთიდან ბარში ჩამოსულა,
ტურა, მგელი, მელა.

შეეჩვია მელა სოფელს
და გაავლო ქათმებს მუსრი,
იქნებ რამით დააშინონ,
ისმის თოფის ფათქა–ბუთქი.

ტურა მელას ელოდება,
რომ მიართვას ნადავლი,
იგი უფრო მშიშარაა,
ეშინია ხაფანგის.

მგელი უფრო ჭკვიანია,
ელოდება მსვერპლს,
იგი მაშინ ეპარება,
როცა კარგად თვლემს.

მუხლი უჭრის მარდია,
და თანაცა ძლიერი,
ირმის ნახტომს აკეთებს,
როცა არის მშიერი.




                    ზარმაცი მურა


ზარმაცია ჩვენი მურა,
ეზარება ყეფა,
მხარს აუბამს მეზობლისას,
როცა დაიყეფავს.

მომსვლელი და წამსვლელი,
მას არ ეკითხება
ერთიანად უქიცინებს
კუდს ის სახლში ყველას.

კატაც დაიმეგობრა,
დაიჯერებს ვინმე,
ერთ თეფშიდან ჭამენ,
,,პედიგრსა,,და კიტეს.

როცა დაიძინებს,
მიუწვება ფისო
ისიც როგორც ლეკვებს,
უნაწილებს სითბოს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები