ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


დედისერთა ვარ...

დედისერთა ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
დედისერთა ვარ, მაგრამ ვარ თბილი,
სიყვარულით და რწმენით დავდივარ,
გულში ვიხუტებ ფაზისს და თბილისს.
დღეს თუ თვალები ცრემლით აივსო
ასე ინება ალბათ გამჩენმა,
როს არ ვიქნები, სამარადისოდ
მე თქვენს გულებშიც მინდა დარჩენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები