ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


მე,შენ-ყაყაჩო და გაზაფხული

ცინცხალი ბალახი,
ფოთოლი ახალი,
ყლორტები,კვირტები,
ყვავილი ხალასი,
აქ არის,აპრილი
სიცოცხლით მახარებს,
საფეთქლებს ეხლება
მისი ზღვა ხალისი.

ოქროს მზე აფეთქებს
იმ არეს,ამ მხარეს,
გადაისამხარა
ზამთარმა რა ხანი,
გიჟმაჟი ორკესტრი
აჟრჟოლებს სამყაროს,
დუმს ერთფეროვანი
იანვრის არღანი,

ცივი და ზარმაცი,
არ აცლის გული სისხლს
ძარღვებში წუთითაც
რომ მაინც დამშვიდდეს,
თუ სცენა სავსეა,
ცარიელ კულისებს,
ლოჟა და პარტერი
სულაც არ დაგიდევს.

მიწაა მწვანე და
ეს ცაც როგორღაცა,
თითქოსდა ამ მიწის
ლანდი და ასლია,
გული სიყვარულით
მთვრალი წაბარბაცდა
და მაინც,ჯიუტად
შენსკენ გამოსწია.

ხოლო შენ,კოპწია
და ქორფა ყაყაჩო,
მეტი სიმორცხვით ხარ
აალმურებული
და ვშიშობ,რომ გნახავ
კოცნით არ დაგაღრჩო,
ვარ ამ გაზაფხულით
გაველურებული.

ახალი ფოთოლი,
ბალახი ცინცხალი,
ხალასი ყვავილი,
კვირტები,ყლორტები,
გულში ძგერს ყაყაჩოც
ანთილი ცის ალით
და სანამ ჩემშია
ვიცი,არ მოვკვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები