ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2014


***

დგება მომენტი-
დგახარ გზაგასაყარზე,
არ იცი საით წახვიდე,
ყველა გზა გავლილია, დატკეპნილი,
ამიტომაც ხუჭავ თვალებს,
იმდენად ძლიერად,
რომ ტკივილისგან გონება გინათდება,
წარმოსახვა გიძლიერდება,
და ყველა შენი საყვარელი ავტორი,
მთელი სიცხადით წარმოგიდგება თვალწინ,
დგახარ და ფიქრობ,
ვერ იქნება პოეტი მკვლელი,
ქურდი, თაღლითი ან ავაზაკი,
ვერ იქნება,რადგან მისი სული
პოეზიის თვალებიდან იცქირება,
პოეზია კი უზენაესი დუმილია,
რომელსაც მხოლოდ პოეტები ახმაურებენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები