ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2008


შენ აკვირდები

როგორ გბეზრდება ყველაფერი
რასაც დაიწყებ...

როგორ ეცვლება სეზონი - სეზონს,
საყვარელი - საყვარელს.

როგორ იკლებს და იმატებს საათები
რომელიც ბედნიერებასა და მოლოდინში გადის.

როგორ გბეზრდება როცა ვერ იგებ
- წლები გაკლდება თუ გემატება.

როგორ გსიამოვნებს როცა ლამაზის ყურადღებას იპყრობ
თან ლამაზთან ხარ.

როგორ გიუფლებს და გაცარიელებს
როცა გტოვებს და როცა ახლოს გყავს.

როგორ იმატებს ტკივილები და როგორ იკლებს,
როცა ითვისებ და როცა განეთვისები.

როგორ იწყებენ ძაღლები ყეფას,
როცა ღამეა და ქუჩაში არავინ დადის,

როგორ იღებ კალამს და იწყებ წერას,
უცხო ლამაზზე.

და ის რომელიც აკვირდება, ხმადაბლა ამბობს:

რომ ახლა გავხარ მაწანწალა ქუჩაში ძაღლებს!
რომლებიც ყეფენ ქუჩაში კი არავინ დადის.

ხოლო შენ, თითქოს არაფერი არც გაგიგია,
ცვლი ლექსის თემას, უფრო სწორედ ლექსის დასასრულს

და რატომღაც ასე ამთავრებ:

რომ ის რაც არის, მიიღე და ძალიან გიყვარს!
რომ ის რაც არა, დაგღალა და იქნებ არც გინდა...
და რაც იქნება, შეეცდები რომ შეიყვარო.

და ის რომელიც აკვირდება - დუმილს განაგრძობს
რომ შიგადაშიგ შეგახსენოს ჩურჩულით თავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები