ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კაკი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2014


დედას

ვიცი დედა არ გაბრუებ თბილი სიტყვებით,
როცა გტკივა,ვერ გიმსრალებ ცრემლიან თვალებს,
მერე რა,რომ როცა ტირი თავს გარიდებ?
ვერ გიყურებ ცრემლიანს და ვერ ვბედავ ალერსს.

ვიცი ზოგჯერ წამომცდება უხეში სიტყვა,
შენ ხომ მიცნობ,მერე ამას ყოველთვის ვნანობ.
ზოგჯერ დამნაშავეს ბოდიშიც არ მითქვამს,
რავქნა,ეგეც მიჭირს და მაგასაც ვნანობ.

მაგრამ ძვირფასი ხარ ჩემთვის,ჩემი გჯერა?
მართლა იმსახურებ,გერქვას _"კარგი დედა"
ამის თქმა მიჭირს და დაგიწერე ლექსად,
იცი, _მე მიყვარხარ,მე მიყვარხარ დედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები