 | ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: იუმორისტული 24 აგვისტო, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მარტო ძილს ვერ იტანდა. ცალ ფეხს აუცილებლად წელზე შემოჰხვევდა ქმარს, თავს მხარზე დაადებდა და იძინებდა მშვიდად. "წელი" უკვე პირობითად ერქვა იმ ადგილს, სადაც ფეხს ჰხვევდა, რადგან წლობით ნაგროვები ქონის სქელი ფენის ქვეშ ძნელი მისახვედრი იყო, წელი იმალებოდა, თუ სხვა რამ... დიდი ხანია ქმარს მხოლოდ ეგ ფუნქცია შერჩა, სხვა მდგომარეობაში ფაქტიურად ვერც ნახულობდა, დღე ის მუშაობდა, ქმარი კი ან ტოტალიზატორებში იჯდა, ან - ინტერნეტ-კაფეში, ან ძმაკაცებთან ქეიფობდა, ან... ან... მოკლედ არ უჭირდა "საქმის" გამონახვა. შუალედებში კი სახლის საფუძვლიანად არევასაც ახერხებდა, მისი მომზადებული კერძების ათვისებასაც და იმაზე წუწუნსაც , რომ "ეს შობელძაღლი სუროსავით შემოეხვეოდა ღამე და სანამ არ გაახმობდა, არ მოშორდებოდა"... ერთ დილას (აქ მინდოდა დამეწერა "ერთ მშვენიერ დილას", მაგრამ მშვენიერი დილა აღარც ახსოვდა ბოლოს როდის იყო მის ცხოვრებაში) ის ჩვეულებრივ სამსახურში მიდიოდა. სულ სამი გაჩერება ჰქონდა გასავლელი და ძირითადად ფეხით დადიოდა. ასე გზის ფულსაც ზოგავდა და სხეულის ლამაზ ფორმებსაც ინარჩუნებდა. აი, სხეული კი უდაოდ გასაოცარი ჰქონდა: მაღალი, მუდმივად რუჯისფერი, მკვრივი კანით, მწვანე თვალები, ბუნებრივად ქერა თმა, საჭირო ადგილებში მადისაღმძვრელად მომრგვალებული ფორმები, ლამაზი მუცლის პრესი... მოკლედ ყველაფერი, რაც ორმოც წელს გადაცილებული ქალებისთვის (და არა მხოლოდ) შორეული და მიუღწეველი ოცნებაა... "მაღაზია მხოლოდ დიდებისთვის" - წაიკითხა წარწერა ახლადგახსნილი მაღაზიის კედელზე. დაინტერესდა. დროც საკმარისად ჰქონდა და გადაწყვიტა, შეეხედა. "სათამაშოები დიდებისთვის", "სპეც ტანსაცმელი", "გასაბერი თოჯინები"... იუწყებოდნენ პატარა აბრები, რომლებიც მაღაზიის სხვადასხვა განყოფილებებს ერთმანეთისგან ტიხრავდნენ. თავდაპირველად "სპეც ტანსაცმელ"-ში შეიხედა. მანეკენები სხვადასხვაგვარი სექსუალური სამოსით იწონებდნენ თავს. მისი ყურადღება დიდმკერდა "ექთანმა" მიიქცია, რომელსაც თეთრი ხალათი ვერ უფარავდა აბრეშუმის ბიკინში გამოკვართულ პლასტმასის ქათქათა უკანალს, მკერდი კი, ასევე პლასტმასისა რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად ეცდებოდა სიარულისას ღრმა დეკოლტიდან ამოხტომას... "ოო, დღეს რომ ამ ფორმით გამოვეცხადო ჩემს პაციენტებს" - გაიფიქრა და ჩაეღიმა... -რით შემიძლია გემსახუროთ? - მიმართა ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომლის სხეულიც ვიზუალურად მხოლოდ მოძრაობის უნარით განსხვავდებოდა იქვე მდგარი, მეხანძრის ფორმაში გამოწყობილი კუნთმაგარი მანეკენისგან. - ააა... არაფერი, მე გასვლას ვაპირებდი - დაიბნა ქალი. - ოოო! აქეთ წამობრძანდით, აქეთ! თქვენ ჩვენი მაღაზიის მთავარი ღირსშესანიშნაობები არ გინახავთ - ამ სიტყვებით მკლავში ხელი ჩაავლო და ლამის ძალით წაიყვანა იმ განყოფილებისკენ, სადაც თეთრ აბრაზე ვარდისფერი ასოებით ეწერა: "გასაბერი თოჯინები". -აი, ნახეთ! ეს არის ჯააადოსნური კაცი! ნამდვილისგან ვერაფრით განასხვავებთ. კანი? კანი ნახეთ! ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით, ის მაქსიმალურად არის მიახლოებული ადამიანის კანთან. სხეულის ტემპერატურა და კიდურების მდგომარეობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ სპეციალური მართვის პულტით. ააახლა კი მთავარი: ოთხი ცალი სხვადასხვა ზომის ფალოსი, რომელთა შეცვლაც დიდი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. აი, ნახეთ, ძალიან მარტივია. თან არანაირი ელემენტების ცვლა წარამარა, ამ დამტენის საშუალებით ასევე მარტივად აავსებთ მათ ენერგიით... და კიდევ ერთი, ყოველდღე, მაღაზიის პირველი კლიენტისთვის გვაქვს საჩუქარი; თუ თქვენ ამ "კაცს" იყიდით, საჩუქრად გადმოგეცემათ ეს ელექტრო-ნასოსი, რომლის დახმარებითაც ზუსტად 40 წამში გაბერავთ დაჩუტულ "კაცს"... დაჩუტვა კი ნამდვილად უიოლესი საქმეა, აი, ნახეთ... - ამ სიტყვებით გამყიდველმა "კაცს" "ჭიპი" გამოაძრო და ჩვენი "კაცი" მართლაც წამებში იქცა რეზინის უფორმო სხეულად - ახლა ამას დაკეცავთ და სადაც გინდათ, იქ შეინახავთ, ძალიან ცოტა ადგილს იკავებს... - განვადება თუ გაქვთ? - იკითხა ქალმა. - დიახ, რა თქმა უნდა. განვადებაც გვაქვს და ორწლიანი გარანტიაც! ჩვენი მაღაზია თქვენს კომფორტსა და სიამოვნებაზეა გათვლილი. - ძალიან კარგი. ერთი ცალი "კაცი" ჩამიდეთ ყუთში, თუ შეიძლება და განვადება გამიფორმეთ. - ისე, ქალბატონო, ცოტა კი მშურს ამ "კაცის"... სიამოვნებით ვიქნებოდი მის ადგილზე. თან არცერთი ფუნქციით არ ჩამოვუვარდები მას... ამასთან შეგიძლიათ უფასოდ გახდეთ ჩემი მფლობელი. ერთი ეგაა, რომ არ ვიკეცები... - მაცდურად გაიღიმა კაცმა და ქალს თვალი ჩაუკრა. ქალმა ერთი კი ჩაათვალიერა მისი საოცრად მამაკაცური და სასურველი სხეული, მოზრდილი ნერწყვიც გადაყლაპა, მაგრამ მაინც მტკიცედ ჩაილაპარაკა: -არა, არა! ნამდვილი კაცი აუცილებლად უნდა იკეცებოდეს!!!
რამოდენიმე საათში ამ ამბიდან, ქალი ლამაზად შეფუთული ყუთით ხელში სასამართლოს ეზოდან გამოდიოდა, სადაც განქორწინებაზე სარჩელი უკვე შეტანილი იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ჰეჰეჰეე არ მოიწყენს ამ გვერდზე კაცი :D ქალი მითუმეტეს :D ჰეჰეჰეე არ მოიწყენს ამ გვერდზე კაცი :D ქალი მითუმეტეს :D
27. :))) არ მოგხვდა, ეტყობა, "მაზოლზე" :))) :))) არ მოგხვდა, ეტყობა, "მაზოლზე" :)))
26. სულაც არ არის სწერვული, უფრო სწერვულიც შეიძლებოდა სულაც არ არის სწერვული, უფრო სწერვულიც შეიძლებოდა
24. გაიხარე, არტე :* გაიხარე, არტე :*
23. პ.ს.2წლიანი გარანტია არ ჯობია ))))))))))კარგი ხარ პ.ს.2წლიანი გარანტია არ ჯობია ))))))))))კარგი ხარ
22. ნაკაზანტიპარ ქალს თუ მოიყვან ცოლადო))))))))) 5 და მოგიკიხე)))))))))))) ნაკაზანტიპარ ქალს თუ მოიყვან ცოლადო))))))))) 5 და მოგიკიხე))))))))))))
21. იუმორისტულში უნდა დამედო, ალბათ, მუხავ... მართალი ხარ :) მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? :) იყოს აქ, ან შემიცვალოს ადმინისტრაციამ, თუ შეუძლია ... იუმორისტულში უნდა დამედო, ალბათ, მუხავ... მართალი ხარ :) მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? :) იყოს აქ, ან შემიცვალოს ადმინისტრაციამ, თუ შეუძლია ...
20. პროზა არ ვიცი და იუმორისტულში , პირველ ადგილს გავიდოდა პროზა არ ვიცი და იუმორისტულში , პირველ ადგილს გავიდოდა
19. გასაბერი კაცი არის იგივე გასაბერი ქალი, ოღონდ უკუღმა გაბერილი
ცუდი ისაა, რომ ორივე იფუშება გასაბერი კაცი არის იგივე გასაბერი ქალი, ოღონდ უკუღმა გაბერილი
ცუდი ისაა, რომ ორივე იფუშება
18. აჰ, მე იმ ერთ "მინუსს" ვაპატიებდი გამყიდველს. მერე რა რომ არ იკეცებეოდა, სამაგიეროდ იმდენი კარგი თვისება ჰქონდა! :))) აჰ, მე იმ ერთ "მინუსს" ვაპატიებდი გამყიდველს. მერე რა რომ არ იკეცებეოდა, სამაგიეროდ იმდენი კარგი თვისება ჰქონდა! :)))
17. ძალიან მომეწონა და ხუთი ქულა. ვიცინე და ვიხალისე. გეიხარე შენ მაინცდამაინც. ყველაზე მეტად განვადება მომეწონა და ის რომ " ნამდვილი კაცი აუცილებლად უნდა იკეცებოდეს!!!"
ბრავა... ძალიან მომეწონა და ხუთი ქულა. ვიცინე და ვიხალისე. გეიხარე შენ მაინცდამაინც. ყველაზე მეტად განვადება მომეწონა და ის რომ " ნამდვილი კაცი აუცილებლად უნდა იკეცებოდეს!!!"
ბრავა...
16. ისე ეს მყვირალა სათაურები როგორ გიყვარდა და გიყვარს ახლაც :)))) კარგი იყო ნაწერი,თუმცა კაზანტიპი და იმედგაცრუება არაფერ შუაშია აქ.. შენგან კარგი გაზეთის რედაქტორი დადგებოდა,რაიმე სკანდალური გაზეთის :))))))) მოგიკითხე პატრულფოფინ,გამიხარდა რომ გამოჩნდი + 3 შენ! ისე ეს მყვირალა სათაურები როგორ გიყვარდა და გიყვარს ახლაც :)))) კარგი იყო ნაწერი,თუმცა კაზანტიპი და იმედგაცრუება არაფერ შუაშია აქ.. შენგან კარგი გაზეთის რედაქტორი დადგებოდა,რაიმე სკანდალური გაზეთის :))))))) მოგიკითხე პატრულფოფინ,გამიხარდა რომ გამოჩნდი + 3 შენ!
15. ერთი ცალი "კაცი" :)) ზოგი ასე უბერავს. :))) ერთი ცალი "კაცი" :)) ზოგი ასე უბერავს. :)))
14. მომეწონა )) მომეწონა ))
13. მესმის, აქტუალური თემაა, თუმცა შეიძლება ამის კარგად დამუშავება.
მაინც დადებითად შევაფასებ! ++ მესმის, აქტუალური თემაა, თუმცა შეიძლება ამის კარგად დამუშავება.
მაინც დადებითად შევაფასებ! ++
12. კარგად რომ წერ, იცი ეგ უკვე...:) მესმის რომ მხოლოდ პრობლემაზე გინდოდა ლაპარაკი, ყველაფერში გეთანხმები, რაზეც წერს, მაგრამ ცოტა დამაჯერებლობა აკლია ნაწერს...:-* კარგად რომ წერ, იცი ეგ უკვე...:) მესმის რომ მხოლოდ პრობლემაზე გინდოდა ლაპარაკი, ყველაფერში გეთანხმები, რაზეც წერს, მაგრამ ცოტა დამაჯერებლობა აკლია ნაწერს...:-*
11. ახლა ეს რო არ მომეწონა :დ ზედმეტია საუბარი! თუმცა ვიხაილისე!
მოკითხვა აქვე კარგ ავტორს! ახლა ეს რო არ მომეწონა :დ ზედმეტია საუბარი! თუმცა ვიხაილისე!
მოკითხვა აქვე კარგ ავტორს!
10.
ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 24 აგვისტო, 2014
ავტორი: მე-კალ-მე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5 24 აგვისტო, 2014
9. საკმაოდ საკამათო და დამაფიქრებელი თემაა და არცთუ ისე ფაქიზი.
ერთის მხრივ ქალს აქვს გამართლება და თან არც.... თუ ამდენი წელი ცხოვრობდა მამაკაცთან რომელიც გვერდით ტომარასავით ეწვა, რა აძლებინებდა ამდენი ხანი მასთან და თუ შეგუებული იყო ასეთ ყოფას, მაშინ გასაბერი კაცი არანაირ საჭიროებას არ მოითხოვდა მის ცხოვრებაში... მე ერთი ვიცი და მწამს, თუ გიყვარს და ანალოგიურს იღებ მისგან როგორც სიყვარულში, ასევე სექსში და არამარტო, მაშინ იყავი მასთან და თუ ასე არ არის მაშინ რა გინდა მასთან?...ან გასაბერი კაცი რა ჯანდაბად უნდა უნდოდეს ნორმალურ ქალს?, მიუხედავად იმისა მის გვერდით როგორი კაცია, ან არის თუ არა საერთოდ.... მე მომეწონა ნაწერი, საკმაოდ აზრიანი და დამაფირქებელია. საკმაოდ საკამათო და დამაფიქრებელი თემაა და არცთუ ისე ფაქიზი.
ერთის მხრივ ქალს აქვს გამართლება და თან არც.... თუ ამდენი წელი ცხოვრობდა მამაკაცთან რომელიც გვერდით ტომარასავით ეწვა, რა აძლებინებდა ამდენი ხანი მასთან და თუ შეგუებული იყო ასეთ ყოფას, მაშინ გასაბერი კაცი არანაირ საჭიროებას არ მოითხოვდა მის ცხოვრებაში... მე ერთი ვიცი და მწამს, თუ გიყვარს და ანალოგიურს იღებ მისგან როგორც სიყვარულში, ასევე სექსში და არამარტო, მაშინ იყავი მასთან და თუ ასე არ არის მაშინ რა გინდა მასთან?...ან გასაბერი კაცი რა ჯანდაბად უნდა უნდოდეს ნორმალურ ქალს?, მიუხედავად იმისა მის გვერდით როგორი კაცია, ან არის თუ არა საერთოდ.... მე მომეწონა ნაწერი, საკმაოდ აზრიანი და დამაფირქებელია.
8. ჰო, ეგ არი :))
კი მაგრამ მაგ ქალს, რომელსაც ამდენი ხანი მის ქმართან ეძინა ვაზივით თუ სუროსავით შემოხვეულს ნუთუ ოდნავი სითბო არ გაახსენდა, რომ ცივ, რაღაც რეზინის არსებაზე გაცვალა ასე უცებ ? :))))))
როდესაც გაყვა ხომ კაი იყო ? :დ
ისე ის ქალი მაგ მოძველებულ რეზინის კაცსაც გაცვლის რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ულტრათანამედროვე ინოვაციურ რობოტზე თუ ზომბზე :))) ... და მოკლედ ვერაა კარგად საქმე იცი შენ :)))
ჰო, ეგ არი :))
კი მაგრამ მაგ ქალს, რომელსაც ამდენი ხანი მის ქმართან ეძინა ვაზივით თუ სუროსავით შემოხვეულს ნუთუ ოდნავი სითბო არ გაახსენდა, რომ ცივ, რაღაც რეზინის არსებაზე გაცვალა ასე უცებ ? :))))))
როდესაც გაყვა ხომ კაი იყო ? :დ
ისე ის ქალი მაგ მოძველებულ რეზინის კაცსაც გაცვლის რამდენიმე წლის შემდეგ უფრო ულტრათანამედროვე ინოვაციურ რობოტზე თუ ზომბზე :))) ... და მოკლედ ვერაა კარგად საქმე იცი შენ :)))
7. რა ვქნა, ზაზა? მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამია :) რა ვქნა, ზაზა? მოყვარეს პირში უძრახეო, ნათქვამია :)
6. რა იყო ეს ახლა მეკალმევ ? :))))
არ მომეწონა ცხადია. რა იყო ეს ახლა მეკალმევ ? :))))
არ მომეწონა ცხადია.
5. აუუფ რა ვიხალისე :)) მართლა დააფიქროს იქნებ ვინმე :))
,,მარტო ძილს ვერ იტანდა. ცალ ფეხს აუცილებლად წელზე შემოჰხვევდა ქმარს, თავს მხარზე დაადებდა და იძინებდა მშვიდად" -ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა იქნებ გაითავისონ კაცებმა :))) აუუფ რა ვიხალისე :)) მართლა დააფიქროს იქნებ ვინმე :))
,,მარტო ძილს ვერ იტანდა. ცალ ფეხს აუცილებლად წელზე შემოჰხვევდა ქმარს, თავს მხარზე დაადებდა და იძინებდა მშვიდად" -ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა იქნებ გაითავისონ კაცებმა :)))
4. ისე მხოლოდ სქესობრივი კუთვნილებით ნუ მივუდგევით მსგავს პრობლემატურ საკითხებს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება :D
კარგი იყო++ ისე მხოლოდ სქესობრივი კუთვნილებით ნუ მივუდგევით მსგავს პრობლემატურ საკითხებს. ჩემი აზრით უკეთესი იქნება :D
კარგი იყო++
3. კაი რამეა.იქნებ ვინმე დააფიქროს:) კაი რამეა.იქნებ ვინმე დააფიქროს:)
2. ყველა წარუმატებლობას რომელიმე მოვლენას ვაბრალებთ, ჩვენი მანკიერებები რომ დაგვემალა, ავდექით და კაზანტიპს მივადექით, ტოტალიზატორის, ყანწის და ღორმუცელობის მონები, მივადექით და ბრალი დავდეთ ქართველი ერის გარყვნაში, თუმცა კაზანტიპზე გამოჩნდა ჩვენი ნამდვილი სახე... საკავშიროდ შერცხვნენ ჩვენი მეწინავე კუროები, რომლებმაც ჭეშმარიტად დაიმსახურეს იდიოტების სახელი, ვაშა ამხანაგებო!! :)))) ყველა წარუმატებლობას რომელიმე მოვლენას ვაბრალებთ, ჩვენი მანკიერებები რომ დაგვემალა, ავდექით და კაზანტიპს მივადექით, ტოტალიზატორის, ყანწის და ღორმუცელობის მონები, მივადექით და ბრალი დავდეთ ქართველი ერის გარყვნაში, თუმცა კაზანტიპზე გამოჩნდა ჩვენი ნამდვილი სახე... საკავშიროდ შერცხვნენ ჩვენი მეწინავე კუროები, რომლებმაც ჭეშმარიტად დაიმსახურეს იდიოტების სახელი, ვაშა ამხანაგებო!! :))))
1. გაასწორა :))) გაასწორა :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|