ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2014


სიკვდილს დავუნთე სანთელი

სიკვდილს დავუნთე სანთელი
-არ მილოცია ამდენი...-
გონებას ადგას ნათელი,
სანთლის ალს ფიქრით დავცქერი:
ჩემამდე ბევრი წასულა,
ჩემს მერეც ბევრი - წამსვლელი...
ერთმანეთისგან არ არჩევ,
ლაჩარია , თუ მთამსვლელი.
ღმერთივითა ხარ სიკვდილო,
ღმერთივით მადლის დამტევი.
შენ რომ არ მყავდე , ვინ იცის,
ცოდვა მექნება რამდენი?...
მინდა რომ მუდამ მახსოვდე,
ყოველ წამს ღმერთის დამჯერი
ვიყო, მიყვარხარ სიკვდილო,
სიცოცხლის შენ- გადამრჩენი!
რამდენი გესიყვარულე,
ჩაიწვა თითქმის სანთელი,
რას იტყვი, ჩემ გასვლის დღესაც ,
ამ ხასიათზე დავრჩები?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები