ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2014


ეჰჰ საქართველოვ.

ეჰჰ საქართველოვ, შენს დასალპობად,
მკერდზე ნისლს საბნად მტრები გაფენდნენ.
მთები კი როგორც გველეშაპები,
იწვნენ პირიდან ღრუბლებს აქშენდენ.

მახსოვს მე ყველა ვიცი და მახსოვს,
სისხლი სისხლის წილ ვერ მივარგია,
დღესაც ჯოყოლას სინდრომი მათოვს,
შენს მკვლელზე მიტომ ვერ მიმარჯვია.

სხეულზე მტკივა ყველა ნაგლეჯი,
მტერმა შენს სხეულს რაც მოარღვია.
საცაა უკვე მიაქვთ გარეჯი,
მთებიღა გვრჩება, დეკა და ღვია.

ხვალ ზეგ ამასაც ვინმე გამვლელი,
დღეს რომ უბრალოდ სტუმარად თვიან ,
შეისყიდის და მერე ქართველი,
საქართველოში ერთგულ ძაღლს ქვია.

ახსოვს ამ მიწას სუყველა ახსოვს,
მამულთან ვის რა ზვარაკი მიაქვს.
მთები კი დარდით განაწამები,
დაამთქნარებენ ღრუბლების თრიაქს.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები