ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 დეკემბერი, 2008


კვირის სიზმარი

ხვალ კვირაა ნეკერქალაქში.
სიმშვიდის ნიშნად
მწვანე დროშებს აფრიალებენ ხეები,
სხვა დროს გულგრილნი რომ რჩებიან ხოლმე.

განთიადიდან საკმევლის სუნი მოეფრქვევა
ეკლესიებს და მიმდებარე ტერიტორიებს,
მე კი, როგორც  უღმერთოდ დაღლილს
მარჯვენა ლოყა შიშველ მკლავზე მშვიდად მედება.

მე ვიძინებ, ჩემი სული კი ისეირნებს მთავარ ქუჩებში.
აჟივჟივებულ პატარების თვალებს გავყვები
და ზეცაში კუდმოქნეულ ფრანად ვიქცევი...

ნეკერქალაქში - სიზმარეთის მთავარ ჭიშკართან
ხვალ პაემანი დავუნიშნე ლამაზ მომავალს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები