ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2014


ჯონათანი. მარტოხე.

ჩემთან ერთი მარტოხე ცხოვრობს,
ის მუდამ ჩანს ჩემი ფანჯრიდან,
გამუდმებით ველოდებით ქარსა და წვიმას
რომ ვისაუბროთ...
ის მაღალია და ძლიერი,
მხოლოდ დიდ ქარებს შეუძლიათ გააღვიძონ..

ზოგჯერ ის მღერის...

თუმცა ახლოა...ყრუდ, შორიდან ისმის მისი ხმა.
თითქოს წინა ცხოვრებიდან მიხმობს ვიღაც,
ვისაც ვუყვარდი...

დღეს ის ხედ დგას ჩემს ქუჩაზე,
ერთი ხელის გაწვდენაა,
ერთი ნაბიჯი,
თუმცა მასთან ვერ მივალ ვერც დღეს,
მტკივან მერქანზე შუბლს ვერ მივაყრდნობ
რადგან მიწა, რომელშიც ცოცხლობს,
სახლის ეზოა, სამუდამოდ მიტოვებული.
მისი კარი საგულდაგულოდ ჩარაზულია.

მაგრამ ოდესმე, როცა მექნება
საიმისო ძალა და რწმენა,
რომ შევამტვრიო ყველა კარი,
ავავსო ყველა სიცარიელე...
მე მივალ მასთან,
მტკივან მერქანზე შუბლს მივაყრდნობ
და ვუმღერებ მდუმარებას უმშვიდეს ზღვებზე..
და ულურჯესი ნეპტუნიდან გადმოხვეწილ
ჩვენს სიცოცხლეზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს