 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 26 აგვისტო, 2014 |
უქარქაშო წალდი გაპრიალებულ კუნძზე იყო დარჭობილი და თავის მეგობრებს ელოდა.ერთი მეგობარი წალდის ოსტატი იყო, ხოლო მეორე კი კუნძს ჩახუტებოდა, და ნუ დაგვავიწყდება მესამე კატეგორია, თვალებგაბრწყინებული ამ ჟანრის ფანატები, ისინი წრეზე ისხდენენ, ისინი კიოდნენ ..მიდი, მიდი....მტყუანია! დასცხე! დასცხე მაგ გარყვნილს!... ჯალათმა წალდი აღმართა, წალდი მზის შუქზე ბრწყინავდა , ჟანრის ფანატებს თვალებში სისხლი მოაწვათ, აღრიალდნენ....კუნძს ჩახუტებული კანკალებდა, ყურები დაეცო ხმაურისაგან და ჩუმად გონებაში ფიქრობდა საკუთარ დანაშაულზე....მისი დანაშაული კი უძალიანმძიმესი გახლდათ...
............თურმე მას შეურაცხყოფა მიუყენებია ერთი წმინდანი ქალბატონისთვის, უთქვამს, მოდი გავისეირნოთ და ყავა დავლიოთო, რაც ირიბად, თეორიულად ემუქრებოდა მის ქალიშვილობას, და პრინციპში შეიძლებოდა კიდეც 13%-იანი ალბათობით მართლაც განვითარებულიყო!....ქალბატონს მთელი ამბავი აუტეხავს, უკივლია, უწივლია, მერე დამუქრებია თავისი ძმით, მამით, დეიდაშვილით, ბიძაშვილით, ორი მამიდაშვილით, სამი ახლობლით, ხუთი კლასელით, უახლოესი დაქალის ქმრით და ბოლოს კლასელის ძმაკაცით!...(.საქმრო კი არ უხსენებია, ალბათ მათი ერთობლივი მომავალი ჯერ არ იყო გამოკვეთილი..).მერე გული გახდომია ცუდად და მკლავზე ჩამოკონწიალებია უიღბლო კავალერს..ამასობაში ხალხი შეყრილა, მოგეხსენებათ ეს მობილურ ეპოქაში ხდებოდა , წავიდა გაცხოველებული გადარეკვ-გადმორეკვა , სწრაფად მოირბინა მთელმა სანათესაომ და მოხალისეთა დიდმა ნაწილმა, ბრბოში სჭარბობდნენ ქალები, ანუ ვირტუალური რელიგიის დედები.მთელი დღე რომ სარკესთან ტრიალებენ, ქმრის ხვნეშას უსმენენ, ბავშვის სკვინტლებით თამაშობენ და გარეთ კი სიწმინდის დროშა აქვთ აღმართული......ეგრევე გაუსამართლებიათ ის დამპალი და რადგან მოგეხსენებათ ასეთი ბილწი ( და საერთოდ ყველა) აზრი თავიდან მოდის, ერთხმად გადაუწყვეტავთ დამნაშავისთვის თავი ტანს განერიდებინათ... ახლა მთავარი იყო თუ ვინ აღასრულებდა ამ წმინდა რიტუალს, ჯერ ჩხუბი გაიმართა ჯალათის მოვალეობის შემსრულებლისთვის,შეურაცხყოფილ ქალს კი ნევროზის და ასეთი სტრესის ფონზე რეაქტიული ბნედა დამართნოდა და ვეღარ აკონტროლებდა რა ხდებოდა...თვალები მიელულა , მძიმედ სუნთქავდა...შიგადაშიგ კი წამოიკნავლებდა ხოლმე მშიერი კატასავით..ეტყობა მის დაბინდულ გონებაში არშემდგარი გაუპატიურების საზარელი სცენები ტრანსფორმირდებოდა..... საბოლოოდ, ყაყანის , წივილისა და გინების 241 წუთის შემდეგ , ლიდერობა ვინმე ბონდომ იგდო ხელთ. მან სავსებით ლოგიკურად ჩამოაყალიბა რომ მხოლოდ მან უნდა დასაჯოს დამნაშავე და სხვა არავინ!....რადგან ის დაზარალებული ქალბატონის ნათლიაა!.... ამით მან 4 პუნქტით გაუსწრო იზოლდა დეიდას წინა ვერსიას, , ( კარის მეზობელის) რომელიც ითხოვდა, ყველამ ტრუსიკები გავიხადოთ , თოკი დავგრიხოთ და ისე ჩამოვახრჩოთო!...ეს სანახაობრივადაც კარგი იქნებოდა, ჩემი აზრით....თან უფრო ჰუმანური . შემდეგ , კიდევ 32 წუთში წალდიც იყიდეს და მოიტანეს. უცებ საიდანღაც , თეთრებში შემოსილი, წვერიანი ადამიანი გამოჩნდა, ეს იესო იყო, მას თვალები დამცინავად მოეხუჭა,ბრბოს უახლოვდებოდა და ჩუმად ბუტბუტებდა: ----ამდენი საუკუნე გავიდა და ადამიანი მაინც იგივეა....იგივე!..ამათთვის ვეწამე? მერე ხმა აიმაღლა და ბრბოს ჯერ შორიდან შესძახა: ---ხო...ისა, მაშ უნდა დასაჯოთ? ---აბაა?...აღრიალდა ბრბო--დავსჯით და მერე როგორ დავსჯით! ---დაიცათ, ადამიანებო!---წინ გაიშვირა ხელები იესომ---განა თქვენ წმინდანები ხართ? განა? ბრბო აიმღვრა.აღელდა.აღრიალდა. --ვინაა ეს სულელი? რეებს ბოდავს! ---ხალხო! მომისმინეთ! თუ ასე გინდათ მისი დასჯა, დასაჯეთ, ოღონდ ვინც თქვენს შორის უცოდველია, იმან დასაჯოს!---შესძახა იესომ.--რა დააშავა განა ასეთი?..რაა?... ..მაგრამ იესოს ხელი სტაცეს და გვერდზე მიაგდეს..იესომ ჩაიმუხლა , ხელები აეფარებინა სახეზე და ტიროდა, მე დამსაჯეთო,მეო, ისტორიული გამოცდილებაც მაქვსო, მაგრამ ...... წალდი აღიმართა და..... ....და ამ დროს პატრულის სირენების ხმაც გაისმა, დასჯა გადაიდო, ხალხი სწრაფად გაიფანტა .“დამნაშავემ“ დაიფიცა რომ ქალს აღარ გაიცნობდა,საერთოდ აღარ შეხედავდა და მეტიც, როგორც სარწმუნო წყაროები გვატყობინებენ, ეგრევე დაურეკავს მამა ირაკლისთან, მიჩალიჩეო, მონასტერში გადავწყვიტეო წასვლა....
ს.ნ.2014
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მამა ირაკლის უთქვამს არ გაგიშვებო მონასტერში, იქ ხანდახან მონაზვნები მოდიან და ვაი, თუ გარყვნილმა აზრებმა შეგაწუხოსო :P ვიხალისე, ადრე უკეთ წერდი ისე, ეტყობა ,,ბუა" არ მოსულა ჯერ :) მამა ირაკლის უთქვამს არ გაგიშვებო მონასტერში, იქ ხანდახან მონაზვნები მოდიან და ვაი, თუ გარყვნილმა აზრებმა შეგაწუხოსო :P ვიხალისე, ადრე უკეთ წერდი ისე, ეტყობა ,,ბუა" არ მოსულა ჯერ :)
2. მამა ირაკლის უთქვამს არ გაგიშვებო მონასტერში, იქ ხანდახან მონაზნები მოდიან და ვაი, თუ გარყვნილმა აზრებმა შეგაწუხოსო :P ვიხალისე, ადრე უკეთ წერდი ისე, ეტყობა ,,ბუა" არ მოსულა ჯერ მამა ირაკლის უთქვამს არ გაგიშვებო მონასტერში, იქ ხანდახან მონაზნები მოდიან და ვაი, თუ გარყვნილმა აზრებმა შეგაწუხოსო :P ვიხალისე, ადრე უკეთ წერდი ისე, ეტყობა ,,ბუა" არ მოსულა ჯერ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|