ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
1 სექტემბერი, 2014


ყოჩაღი კრუხი

აჰ, დილიდან ქოთქოთებს,
ჩვენი კრუხი ქოჩორა,
დაჩეკვა დაუწყია,
აყრის ყველას ქოქოლას.
ახლოს არვის იკარებს,
გარეთა ყრის ნაჭუჭებს,
ახლად გამოჩეკილებს,
უმალ ფრთის ქვეშ აქუჩებს.
არც ერთი არ გაალაყა,
გაგვიხდა გმირი დედა,
საღამოსკენ გადმოსხა,
დაჰკანკალებს ფეთავს.
ო, რამდენი საქმე აქვს,
არ უჯერებს სულ ყველა,
ზოგი ისე შორს მიდის,
საბუდარს აგნებს ძნელად.
მხოლოდ ერთი ყელტიტველა
არ შორდება მის დედას,
მუდამ ცივა, მობუზულა,
ყელზე აყრის სულ ეკალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები