ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


ბეღურის სუნთქვა

( ვუძღვნი მეგობრის ხსოვნას)

ამ თოვლისფერი ზეცით და მიწით
ჩემს ფანჯარასთან  ბეღურა  დაფრთხა...
და მე ვიხსენებ შენს ბოლო  სიტყვას,
მარადისობას მოუხდა  ახლაც...

ზამთარი, თოვლი, ბეღურა, შიში,
გასროლა,  თოფი  ,  ამ თოფში ტყვია
მზარავს მე  ცივი დეკემბრის  დილა
უკვე  თოვლისფრად ...და უფრო  მტკივა.

ეს  ბეღურები  ჩვენს თავს მაგონებს
უმწეო ფრთებით სიყვარულს ვქსოვდით,
( ზათქი და ზვავი  სმენას შეასკდა)
მერე გაწითლდა ჩემს  გვერდით  თოვლიც...


მე ამ ზამთარსაც უშენოდ ვივლი ,
ვეღარ გამათბობს ის ძველი პალტო.
მერე  ფანჯარას მივუშვერ ღაწვს და
  სუნთქვას შევიგრძნობ სრულიად მარტო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები