ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2014


საშენო და სამაჭრო

შაშვების ჭახჭახში
ავყვები ალიონს,
მზე ღვივის მაჭარში,
მზე უნდა დავლიო.

ჩვენი ცა მგონია,
სუფრა იმ ფერს იდებს,
ცხოვრება ომია,
გულიც ბევრს ვერ იტევს.

და ვთვრები მე მაჭრის
შუშხუნა მზეებით,
თუმცა ფრთა შემაჭრეს,
მაინც აღვზევდები,

იმ დონის ადგილზე,
ძვირფასო შენ სადაც
უდგახარ გვერდით მზეს
მცხუნვარე და სადა.

ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები