ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: პროზა
28 აგვისტო, 2014


ვენეციური ლეგენდა

  ვენეციაში, ებრაელების გეტოდ წოდებულ კუნძულის მახლობლად ერთი პატარა და მოღუშული ჭაობისფრად შეღებილი ორ სართულიანი სახლი დგას.  თავისთავად ეს სახლიც ადამიანის ხელმა ისეთივე მომცრო და მიუდგომელ კუნძულზე ააგო როგორც სხვა დანარჩენი სახლები ვენეციაში და ამიტომ ის ჩრდილო აღმოსავლეთით გეტოს კედელს წვრილი არხით ემიჯნება, ეს არხი ისეთი წვრილია კაცმა კარგად რომ მოინდომოს კედელს მიახტება კიდეც. ამბობენ ტყვე ებრაელები ასეც იქცეოდნენო. ხოლო დანარჩენ ვენეციასთან სახლს დასავლეთის ფასადზე გადმოკიდებული მომცრო ხიდით აქვს კავშირი.
  სხვათაშორის ვენეციის გეტოების ისტორია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იწყება, როცა რომის პაპის ბრძანებით ებრაელების დევნა დაიწყო იტალიაში. ეს ამბავი მეთექვსმეტე საუკუნეში ხდებოდა და იმ დროისთვის ებრაელებს კარგად ჰქონდათ ვენეციაში ფესვები გადგმული. ამ პატარა ქალაქს თითქმის ისინი აკონტროლებდენ, რადგან მევახშეობა და ვაჭრობა მათ ხელში იყო. მათი საქმიანობა კი კათოლიკურ ეკლესიას დიდ პრობლემებს უქმნიდა, როგორც ადამიანთა კონტროლში ისე ფულის შოვნის თვალსაზრისით.
  ხოდა ადგნენ და სხვა რომ ვერაფერი მოიფქრე დევნა დაუწყეს.. როგორც აღმოჩნდა კარგათ ჰქონდათ ფესვები გადგმული ვენეციელ ებრაელებს უკვე მშობლიურ ქალაქში და მთავრების მოსყიდვაც არ გასწჭირვებიათ. მთავრებმაც ცალკე უბნები გამჰოყვეს კუნძულებზე და იქ დაასახლეს ებრაელები.. ამ კუნძულებს მხოლოდ ერთი ხიდი ჰქონდათ დანარჩენ ვენეციასთან დასაკავშირებლად.  რათქმაუნდა აკრძალვებიც დაწესდა და ამ ყველაფერთან ერთად კათოლიკე დარაჯებიც მიუჩინეს.თავისთავად ცხადია, რომ  დარაჯებიც ებრაელებისთვისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ადგილობრივი მოსახლეობა იყო და ფულზე ყველაფერის გაკეთება შეიძლებოდა. ამიტომ იზოლირება მთლად ბოლომდე არ მომხდარა. ძველებური თავისუფლება ვერ შეინარჩუნეს მაგრამ მევახშეობა და ვაჭრობა მაინც განაგრძეს. ამ კუნძულებს ახალი გეტოები დაარქვეს ხოლო ძველებში ებრაელი ექიმები დატოვეს.ხოლო ძველ გეტოებს იმ ადგილებს ეძახდნენ სადაც მანამდე ცხოვრობდნენ.
  საერთოდ უნდა ითქვას, რომ ებრაელ ხალხს ერთი უცნაური და კარგი წესი  აქვთ .. ცდილობენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იცხოვრონ. ასე კულტურასა და ადათებს უფრო მეტად ინარჩუნებენ.
ახალ გეტობეშიც ისე განვითარდნენ და გამრავლდენ, რომ მაღალსართულიანი შენობების აგებაც კი გახდა საჭირო. და სწორედ მაშინ აიგო პირველი ცათამბჯენი ვენეციაში რომელიც რვა სართულს ითვლიდა. იმის მერე ამაზე მაღალი საცხოვრებელი  შენობა არც აშენებულა ამ ქალაქში.
ეს უცნაური, ჭაობისფერი სახლიც ამ ვენეციური ცათამბჯენის ფანჯრებს და აივნებს გაჰყურებს. სახლი იმითაც არის გამორჩეული რომ იქ არავინ ცხოვრობს და როგორც აბობენ ერთ წელიწადზე მეტხანს არც არავის უცხოვრია დღიდან მისი აშენებისა. საქმე იმაშია, რომ სახლის კედლები დროდადრო უფერულდება, ეთერული ხდება და ხალხს იტაცებს.. იტაცებს და სხვა, პარალელურ სამყაროში გადაჰყავს ან ვინ რა იცის სად გადაჰყავს? იქედან დაბრუნებული კაცი არ ენახათ . უფრო სწორად იქ შესულიც არავინ ენახათ ადგილობრივების უმეტესობას  არც სჯერა, მაგრამ მაინც ყველა ერიდება ამ სახლში ცხოვრებას.
  ლეგენდა ამ სახლზე მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა როცა სახლს სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებდნენ თურმე. მცველებთან ვიღაც მოხუცი მისულა და უთქვამს ეს სახლი ჩემია და 50 წლის წინ მისი კედლებიდან მე გავუჩინარდიო. ესე უთქვამს ოთახში შევედი და როცა იქედან გამოვედი ჰიმალაებში აღმოვჩნდიო. რათქმაუნდა არც არავინ დაუჯერა მოხუცს ეს ამბავი და ისიც  უშედეგოდ ამტკიცებდა მისი სახლის საკუთრების ამბავს. ვერც ოჯახის წევრები უპოვნია თურმე და სულ გაგიჟდა და გადაირია.. ან ვის ეცალა მაგ დროს მისთვის მსოფლიო ომი მძვინვარებდა შუა ევროპაში. ერთადერთი ვინც ეს ამბავი დაიჯერა მოხუცის ძველი მეგობარი გვარ გადაკეთებული ებრაელი ყოფილა. ღმერთმა იცის დაუჯერა თუ არა, მაგრამ როგორც სჩანს ძველი მეგობარი, რომ იპოვა გაუხარდა და შეიფარა. თან ეტყობა თვითონაც შეშინებული იყო სადმე არ წამოაყრანტალოს ებრაელი რომ ვარო.
ასე სამი წელი დადიოდა თურმე ეს კაცი თავის ძველ სახლში და ეხვეწებოდა მცველებს შემიშვით ჩემს სახლში ცოტახნით მაინც ვნახავ ჩემს ოთახებსო. თუმცა აბა იქ ვინ შეუშვებდა, ტყვიაწამალით იყო სახლი დატვირთული. მოხუცს იმდენი უვლია ეს მცველები კარგად გაუცვნია. მერე იმ თავის ებრაელ მეგობარს ფული ესესხა იმ პირობით ომი, რომ დამთავრდება სახლს დავიბრუნებ და შენ მოგცემ ფულის სანაცვლოდო. წასულა და მცველები მოუსყიდია. მცველებიც დათანხმებულან და მოხუცი ათი წუთით შეუშვიათ სახლში. შეუშვიათ და ვეღარც უპოვიათ. მცველები შეშინებული ეძებდნენ თურმე მოხუცს. თავიდან ეგონათ აგენტია და სადღაც გვირაბით გაიპარაო, მაგრამ, რომ დარწმუნდნენ, არავითარი გვირაბი იქ არ იყო უფრო შეშინდნენ და მოხუცის მონათხრობი გაახსენდათ. რათქმაუნდა ეს ამბავი ხელმძღვანელებისთვის არ მოუყოლიათ და ჩვეულ მაგრამ ფიქრებარეულებმა განაგრძეს სახლის დაცვა, აკანკალებული დადიოდნენ თურმე ოთახიდან ოთახში.
კაცმა არ იცის რატომ არ იტაცებდა ოთახის კედლები ჯარისკაცებს, რატომ არ გადჰყავდა სხვა სამყაროში ეს თოფიანი და ფორმიანი ადამიანები, მაგრამ ფაქტია იმის მერე კაცი არავის ენახა. იმ გვარ გადაკეთებულ ებრაელსაც უფიქრია ფული მესესხა და ისევ გაიპარა ან გაიქცაო. ფულზეც ვერავის ვერაფერს უყვებოდა, საიდან შენ ამდენი ფულიო ეტყოდნენ ალბათ. ხოდა იყო ასე ჩუმად. ეს ამბავიც ერთ-ერთ დაცვას მოუყოლია მისი იტალიელი საყვარლისთვის და ასე გახდა ცნობილი ამ სახლის უცნაური ამბავი.
  ომის მერე სახლს სამხედრო სტატუსი მოუხსნეს და ისტორიულ ძეგლთა სიაში შეიტანეს. რამოდენიმე წელი სამხატვრო სკოლა ყოფილა თუმცა იქ ბავშვები არავის ენახა. ამბობენ მხოლოდ სამი ხანში შესული ქალბატონი დადიოდაო. დილით შევიდოდნენ, შეიკეტებოდნენ და საღამომდე იქ იყვნენო. ხანდახან დღეებიც გადიოდა იქედან არ გამოვიდოდნენო.
  მერე ისინიც სადღაც უკვალოდ გაქრნენ. ყოველ შემთხვევაში ხალხის თვალს აღარ ენახათ. იმის მერე სახლი სულ დაკეტილი იყო. არც არავინ მისულა არც არავის უკითხავს თუ რა ხებოდა იქ.

დღეს ამ სახლზე  გაკრულია წარწერა: “მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ერთ თვეში გაიხსნება სასტუმრო “ძველი ვენეცია”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს