ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


მხოლოდ დროებით

ყველა ქალაქს ჰყავს ერთი გიჟი,
ერთი სულელი.
დიახ, სულ მცირე თითო ქალაქს
თითო პოეტი.

და მთელს ქალაქში არ არსებობს
მისი გამგები
მისი მსურველი
კაცი ვინმე...

მხოლოდ დროებით!

და შენ, სიკვდილო,
სიცოცხლეზე რითი ხარ მეტი
განსაჯო კაცის სამუდამო ყოფა და ბედი.

ყველა ქალაქს ჰყავს ერთი გიჟი,
ერთი სულელი
და სიკვდილამდე არა კაცი მისი მსურველი,
არ არის არსად, რაგინდ კარგი იყოს პოეტი,
მაგრამ დროებით,
რა თქმა უნდა,
მხოლოდ დროებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები