ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰ ა ნ ა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


<<<სამი მინიმა>>>

ღია სარკმლიდან
ვხედავ როგორ ბარდნის საღამო
შენს ნაკვალევზე.


*

ღამეა.
ვარსკვლავების ცისარტყელა,
მიწიდან ცამდე გაწოლილა
და ქმნის ილუზიას ერთად ყოფნის.


*

გაწვიმდა გარეთ.
ქუჩა სირბილით გადასერეს გოგომ და ბიჭმა,
გაუჩინარდნენ,
ღამემ მისცათ თავშესაფარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს