ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2014


მთაო მე და შენ

მთაო მე და შენ გარიყული გვქვია სახელად.
შენ ნასროლ ქვებზე აიწიე, ცამდე ამაღლდი.
დგანან დღეს შენი მონატრება ბევრში გახელდა
შენც მონატრების წერილს წერდი მერე მალავდი.
მალავდი რადგან სიამაყემ ორივეს გვძლია,
რადგან ორივეს კაცი გვერქვა უნდა გვეთმინა.
ნისლები შენი მოწველილი ტკივილთა რძეა,
არა დევს ჩემში ვმდგარიყავი შორით მეთირა,
სხვისი ტკივილი, არა ნაკლებ ჩემს სულსაც მარცვლის.
მოვედი რადგან, ჩუმად, მარტოს აღარ გეტირა
და ეს ტირილიც დავამთხვიოთ როდესაც ცაც ცრის.
მოვედი მთაო გარიყული მქვია სახელად,
და სიამაყეს, სიყვარულზე შენსავით ვერ ვცვლი.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები