ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2014


დანისპირული

გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი,
ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა,
მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი
ახალგაზრდებმა.
დრო შეიცვალა, რაც გინდა იყოს,
ახლა ვარსკვლავებს უკუღმა ვითვლით,
მხოლოდ ოთახში ვაღვივებთ სითბოს,
ცივი ხელები დაგვაქვს ქუჩაში,
დაგვაქვს და მიგვაქვს ვინმე ნაცნობთან,
გამთბარ ხელებში ძალით ვატენით,
რომ უფრო კარგად იგრძნოს ახლოდან
სიცივე, როგორც ბოლო ნუგეში.
რომ უფრო მეტად მოკლას სინდისი
საკუთარ თავში და მერე მშვიდად,
ფსკვნილზე დამარცვლოს ცოდვა იმისი,
ვინც ვერ შეიგრძნო მადლი და წმინდა-
ვინც ვერ დაბადა სულში განცდები.
ცხოვრება კიდევ როგორც კაუჭი,
გამოდებული გაცრეცილ მხრებზე,
ყველა დავკარგეთ, ვინც წინ გავუშვით,
უკან დასახევ ბილიკებს ვეძებთ.
მიწიდან გვესმის ძვლების ამბოხი,
და არ გვაწუხებს ისევ და ისევ,
დედისერთაა ჩვენი სამშობლო
და ბრძოლის ველზე გაშვება გვიწევს.
გამოაღწიე სიბნელიდან, მეტს ნუღარ იცდი,
ნუ ელოდები, გაღმა მხარეს მზე დაირწევა,
მოხრილ ბეჭებზე დაუწერეს ერთმანეთს ფიცი
ახალგაზრდებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები