ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

ვიარე,სად არ ვიარე

ერთი უბრალო გლეხი ვარ,
მოსული თეთრი ღამიდან,
ყელს ბოღმა შემომეხირა,
ვიცი,არც ვიცი რა მინდა.

გულზე თორმეტი იარა,
როგორც თორმეტი კარიბჭე
ციურ იერუსალიმზე,
დიდი ხანია ღიაა.

ვიარე,სად არ ვიარე,
არსად რა მომცხებია რა,
მცირედნი ვჰპოვე მცინარე,
მრავლად მომაგნო მტირალმა.

იქნება გულის შეცვლა მსურს,
სხვა ხმა,ჰანგი და სხვა რითმა?
ვერ გადავყვები მე წარსულს,
როგორც მიყვება წამი - წამს.

ოცნება ზღაპრებს მიყვება,
შენ აფახულებ წამწამებს,
ლექსში მოგხატეს სიტყვებმა,
რა მშვენება არ დაგწამეს.

შენ გაიხარე,ხოლო მე
ჯილდოდ თვით შენვე გირგუნე,
დავტკბი თავიდან - ბოლომდე
და ბედი შემოვიბრუნე.

როგორც უდაბნოს მგზავრი წყალს,
ისე ვეწაფე მაგ ბაგეს
და მორალისტი გამიწყრა,
სიყვარულისთვის მაძაგეს.

ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები