ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


მარიამი

ჩემი გული ახლა არის უცნაური,
ჩემი გული ახლა სხვანაირია,
უსასრულო არის მართლა სიყვარული,
და ცხოვრება დიდი ლაბირინთია.


ჩემი სული ახლა არის მოფარფატე,
ჩემი სული ახლა ზეციურია,
ამ ორ დღეში უსასრულოდ მოვიმატე,
ჩემს მე-ს მხოლოდ თქვენთან ყოფნა სწყურია.


ჩემი გრძნობა ახლა არის უნაზესი,
ჩემი გრძნობა უსასრულოდ დიდია,
მხოლოდ თვენი სიყვარულით მე ვარ სრული,
მხოლოდ თქვენთვის თავი გადამიდია.


ახლა მახსოვს საოცარი საზღაური,
ამ ცხოვრების უნაზესი  წამი,
ჩვენი დიდი სიყვარულის სასწაული,
ჩვენი სუნთქვა-დაიბადა მარიამი....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები