ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


წამო!

მოდი, დავიდგათ კარავი,
გაუმჭვირვალი ნისლის.
თან წავიყვანოთ არავინ,
მხოლოდ ხმაური სისხლის!
მოდი, სიჩუმეს ვეახლოთ,
ბუნების რჩეულ მისანს!
ვფიცავ, ხელს სულ არ შეგახებ,
ნიშანს დავუცდი ღვთისას!
წყალს გასმევ ფოთლის ღარიდან,
ხიდან მოგიწყვეტ ნაყოფს.
მთვარე გიამბობს ღამისას,
ათას ღამეში სამყოფს.
ბალახს დაგისვამ მეხამლედ,
წაღებს მოგირთავ ხავსით.
სიცოცხლესავით შეგხარი,
როცა ღიმილით მავსებ!
ქარი დაგვარცხნის დალალებს,
სახეს დაგილბობს ცვარი.
და თუ მინდომებ - ალალ, მე!
არ მოგადგები ძალით.
მინდორს დაგიფენ ფარდაგად,
მაყვლით დაგიფერ ტუჩებს.
ვეღარ წამიხვალ განდაგან,
ვეღარ იქნები ურჩი!
ტყე მოგიქარგავს ყვავილთა
უულამაზეს სამოსს.
არ მაოცნებო თავიდან,
ნისლის კარავში წამო!
       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები