ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
11 სექტემბერი, 2014


ვუყვარვაააააააარ!........

ერთი მეგობარი მყავს, ზაზა ქვია, ხანდახან მხვდება ხოლმე, უცოლოა, ჰოდა ერთხელაც ქუჩაზე გადავდივარ, ვიღაც მეძახის...ნუთუ?..თვალები მოვჭუტე, დავაკვირდი...დიახ.
ეს ზაზა იყო,  ხელს მიქნევდა.
მივედი, აღელვებული მომეჩვენა.თურმე ქალი გაუცვნია..მომიყვა ყველაფერი.
--ვუყვარვაააააარ!...---მითხრა ბოლოს  გახარებულმა



.............................................................................................................................................................................................................................................



.......მას მერე დიდი დრო გავიდა....და უცებ ბედმა ისევ შეგვახვედრა...ანდაზაში როგორაა?....""მთა მთას ვერასდროს, მაგრამ კაცი კაცს ყოველთვის შეხვდებაო""....თუმცა ახლა ამ ანდაზის ეპიკურობამ ჩამაფიქრა!
ზაზა უცნაურად გამოიყურებოდა, თვალები უელავდა, თმაც უცნაურად დაევარცხნა.... რაღაც იყო მასში ნაცნობი და თანაც სრულიად სხვანაირი...ვერა, ვერ ვხვდებოდი, მანამ, სანამ ახლოს არ მოვიდა .
დიდხანს მიყვებოდა , მიყვებოდა ამ დაუჯერებელ ისტორიას, მე ხან ცრემლი მერეოდა, ხან ვიცინოდი, ხანაც გაქცევას ვცდილობდი.
თურმე ის ქალი ცოლად შეურთავს....ეგ არაფერი, მაგრამ ამ ქალს ქმარი ყოლია , ციხეში.
ნუ....ეხლა ეგეც არაფერიო, იტყვით თქვენ, დიახ, ეგეც არაფერი, მაგრამ...
ჰო და ქმარი გამოსულა ციხიდან, მისულა მათთან, მიუნგრევ-მოუნგრევია ყველაფერი, ქალი გაუგდია და....ზაზა მოუყვანია ცოლად.
აი, ხომ ხედავთ? ხედავთ რეები ხდება?
ზაზა კი ამ დროს გაუჩერებლად ლაქლაქებდა:
----ყველას შურს ჩემი, არა და ახლა გავიგე რაა ნამდვილი სიყვარული!....თან ყველა ჩემს წინააღმდეგაა, შენც მისი დამპალი ცოლის მოგზავნილი ხო არ ხარ? ?..რა არი, არ შემარგოთ ერთი ტილიანი 3 ოთახიანი რუსთაველზე!არაფერი გამოგივათ!
და ლიფი შეისწორა.
---დაწყნარდი ზაზა, ახლა შენ აღელვებული ხარ, ხალხი რას იტყვის, რას?...
--გინდა გითხრა სიმართლე ?...---ამოიზმუვლა ზაზამ და უჩუმრად ცრემლი მოიწმინდა, " ბოზიაო, ბოზიაო, ახლა კი მე გავთხოვდი და ოჯახს ნუ მინგრევთ! თქვენს ბოზ ცოლებს მიხედეთ გენაცვალე!
გაკვირვებული ვუსმენდი, ზაზა კი ისევ განაგრძობდა:
---ერთხელ ღამე გამეღვიძა და ჩემი მიშა გვერდზე აღარ მეწვა, თურმე სავარძელში ჩამჯდარიყო და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა! გასულ პარასკევს ფეხბურთსაც არ იყურა!....ფინალს არ უყურა, წარმოიდგინე!... რომ არ შევეწუხებინე! მეტიც , მეზობელმა ცუდად შემხედა და სულ თავ-პირი დაამტვრია, სულ ლიფტზე არტყმევინა თავი...
მალე მერსედესი უნდა მიყიდოს! "ც" კლასი, ვარდისფერი! გასკდით გულზე!.....
აღარ ვუსმენდი, სადღაც შორს ქროდა ჩემი გონება, მან კი უცებ ხელი მტაცა, გამოვფხიზლდი:
----ჰო, ახლა ბაზარში მივდივარ, მერე სადილი უნდა გავაკეთო, სახლი დავალაგო....მეჩქარება, გავიქეცი....შემოგვიარე როგორმე, გაგაცნობ....
და ის გაიქცა....მერე უცებ გაჩერდა, მოტრიალდა და დამიყვირა
---ვუყვარვააააააააარ!......






ს.ნ. 2014


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები