ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2014


სიკვდილის სარძლო

ქარის მოტანილს  წაიღებს ქარი!
რა გაქვს სასაყვედურო?!
ხომ მოგიტანა სიცოცხლე მაშინ.
ყველა ნატვრა თუ არ აგისრულა,
ოდესღაც მაინც,
ბედნიერი  ხომ დაგარქვა ბავშვი...
სიყვარულის ქარბორბალაში რომ გაგახვია
ვერც იმ სიკეთეს ვერ შეუფასებ,
დარჩები ვალში...
ადამიანის მოგონილი ფუჭი საზომი,
დრო თუ მოვიდა?!
მშვენიერი პატარძალი_სიკვდილისა,
შეიქმენ მაშინ,
ექსკლუზიურად შენთვის ნაზარდი,
ავი ყვავილი ჩაგაწნა თმაში.
შენ კი
შეისუნთქე მისი მძაფრი სურნელი
და საბედისწერო ამ "სილამაზემ"
ბროწეულივით იფეთქა შენში,
მიმოაბნია უმწიფარი თეთრი მარცვლები,
დღედაღამე რომ ვერ იკლავენ წყურვილს...
სიწითლე შეშურებია შენივე სისხლის,
მაგრამ ვერ ხვდება,
რომ ელექსირი სიცოცხლისა არა ხარ მისთვის,
შენც გაგაკოტრებს და თავად მისიც,
უძლეველობის ჩაქრება მითი...

ქარის მოტანილს წაიღებს ქარი!
რაა საწყენი?
ხომ მოგიტანა სიცოცხლე მაშინ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები