ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2014


***

თვალები დახუჭეო, ერთხელ მითხარი,
მე შემოგხედე, გამეღიმა.
მერე შენს კალთაზე დავდე თავი,
ქვემოდან ამოგხედე და გაგიღიმე.
დახუჭეო, კიდევ მითხარი,
მაგრად დახუჭე და დაითვალეო.
მე თვლა დავიწყე...
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი...
ვითვლიდი და ვგრძნობდი,
ჩემი სხეული, აზრები, გრძნობები
ხელიდან მეცლებოდა,
ვგრძნობდი რომ შენი ჯადოსნური ხელი,
ჩემი შუბლიდან იტაცებდა ყველაფერს,
მე თვლა შევწყვიტე, სუნთქვაც შევწყვიტე
და მე მესმოდა,
ჩვენი ორის-ერთი სუნთქვის ხმა.
ყველაფერი გაქრა: ხეები, ქვები,
სახლები,ქალაქები და
ჩემი არსებობის უეჭველობის
ერთადერთი მტკიცებულება,
იყო შენი ხელი შუბლზე.
მერე შენი ხმა ჩამესმა,
გაახილეო თვალები, გურამ,
გეყოს ძილიო,
თანდათანობით მოვიკრიბე ძალა,
თვალები გავახილე,
დაღამებულიყო,
ცაზე ვარსკვლავები ენთო,
მე თვლა განვაგრძე და
წამებში ათასობით ვარსკვლავი გადავითვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები