| ავტორი: ბუდულა ჟანრი: პოეზია 17 სექტემბერი, 2014 |
გამომეღვიძა. მძიმეებმა გამაღვიძეს, არა , უფრო სწორად წერტილებმა. კიდევ მეტად თუ დავაზუსტებ,გამაღვიძეს მრავალწერტილებმა . მორზეს ანბანივით ჩამწკვრივებულიყვნენ და ჰაიდა...გარბოდნენ მატარებლის ვაგონებივით.... დასასრული არ უჩანდა....
სახლი
დამესიზმრე წუხელ გამიგრძელდა ძილი... ტყე ,გორაკი, ცისარტყელა.... მთა და სახლი წვიმის... წყალი ოდნავ ცივი... დილა , კარგად გრილი... ლამისაა თავზე ჩამომენგრა ჭერი, სურვილი მაქვს დიდი ახლა ლექსის წერის ფეხაკრებით ვდგები და გახურავ საბანს... ჩემს ქუთუთოს მაინც არ ეტყობა დაღლა. ჩემი ლექსის მწკრივებს შენზე დავწერ, ვიცი... ოდნავ ბნელა , მაგრამ სიმშვიდეა ირგვლივ... ამტრედისფრდა ცა და გამიქცია ძილი...
გამომექცა თვალი... ბროწეულის დარი შენი ბაგე ატმის... სუნთქვა-ორთქლმდინარი სურვილებმა ამცრა... ამიტანა წერამ, შემომანთო ცეცხლი დამაბრმავა ზენამ... თვალით ვძებნე, მაგრამ დამემალა მუზა... დამეკარგა უცებ ლექსის გრძელი მწკრივი... მერე საბნის ყური... შიგაც ჩემი მძივი...
ვერც ლექსს დავწერ აწი, ვერც სიმღერის ნოტებს... მრავალწერტილებით ვერ ვაჯობებ მორზეს... ეს დილაა ბოლო ჩემი ლექსის წერის... ტყე, გორაკი, ცისარტყელა... მთა და სახლი წვიმის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლამაზი რითმიანი... მომწონს... :) ლამაზი რითმიანი... მომწონს... :)
7. აი ჩასარაკრაკებელი ლექსია უზმოზე :) :) აი ჩასარაკრაკებელი ლექსია უზმოზე :) :)
6. მოგიკითხეთ მეც მადლობა მოგიკითხეთ მეც მადლობა
5. ულამაზესი ლექსია თბილი და სიყვარულით სავსე...
მომეწონა ძალიან.......... ულამაზესი ლექსია თბილი და სიყვარულით სავსე...
მომეწონა ძალიან..........
4. მარის მოკითხვა. :) +++ მარის მოკითხვა. :) +++
3. მადლობა ორთავეს.გამახარეთ :დ მადლობა ორთავეს.გამახარეთ :დ
2. არადა რა კაი განწყობით გაგღვიძებია :D
არადა რა კაი განწყობით გაგღვიძებია :D
1. ვერც ლექსს დავწერ ასე... ვერც სიმღერის ნოტებს... მრავალწერტილებით ვერ ვაჯობებ მორზეს... :)
განწყობის ლექსია. :) ++ ვერც ლექსს დავწერ ასე... ვერც სიმღერის ნოტებს... მრავალწერტილებით ვერ ვაჯობებ მორზეს... :)
განწყობის ლექსია. :) ++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|