ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნენენენე
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2014


„ჩემო“ (2)

  გამარჯობა „ჩემო“...ასე ვიცი ყოველთვის,ამოვიჩემებ ეგოისტურ სიტყვებს და მერე ცხოვრების ბოლომდე მიმყვება...გუშინ ფსიქიატრიული საავადმყოფოს თეთრ ზეწრებიან საწოლში გამეღვიძა,უფრო სწორად რომ ვთქვად საკუთარი სხეულის სიცივემ შემაღვიძა.ხელები ისევ ისეთი სუსტი მაქვს,სახე მითეთრო,ზუსტად ვიცი, რომ დაგენახე  მეტყოდი რომ ,ტუჩების წითლად შეღებვა  მომიხდებოდა...“ჩემო“ ეს არის დიდი შენობა,საზიზღარი მომსახურე პერსონალით,რომლის კედლებიც მორფინითაა გაჟღენთილი და სადაც,ყოველ დღე,ერთი და იგივე დროს ჩერდება ჩემი მაჯის საათი...მერე უკვე აღარაფერი მახსოვს...დღეს მე თავისუფალი ვარ,რადგან ექიმებმა დიაგნოზი დასვეს,რომ ჩემი გამოჯანმრთელება შეუძლებელია.დღეს მე აღარავინ მებრძვის,დღეს მე აღარავინ მგუდავს...
                                                                                                                     
                                                                                                                                                        ***
მთელი დღე გარეთ ვარ და იმ ქუჩებში დავდივარ, სადაც, ვერასოდეს გავივლი,იმ ადამიანებს ვაკვირდები,რომლებსაც ვეღარასდროს ვიხილავ....“ჩემო“,გამიღიმე, ისე როგორც ბოლოს როცა ბოლოჯერ გათავისუფლებდი ჩემი მომწამვლელი სიყვარულისგან,შენ კი ისევ განაგრძობდი, დარწმუნებული იმაში რომ ოდესმე მაინც დაგიბრუნდებოდი იმ იმედით რომ დარჩენის სურვილი გამიჩნდებოდა და „ბედნიერად“ ვიცხოვრებდით.“ჩემო“,ჩვენ აღარ გვაქვს უფლება ერთად ვიყოთ...
                           
                                                                                                                                                        ***
დღეს დილით გარეთ გამოვედი და ყვირილზე უკან  მივიხედე,ჩემი მეზობლის ასიმეტრიულად დამახინჯებულმა სახემ კინაღამ გული ამირია...ვეზიზღები,რადგან ყოველ ღამით ჩემი სიგარეტის ნამწვავები მისი ფანჯრის რაფაზე იყრის თავს და ასე ,ყოველ დილით გარეთ გამოსვლისთანავე  პირში ორი თითის ჩაყოფა არ მჭირდება...

                                                                                                                                                        ***
„ჩემო“ ,გაბზარული ობიექტივით მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა...დღეს კი......................

  გემშვიდობები....მანამ, სანამ პირველი თოვლი არ წამოვა დაღლილი ციდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები