ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
27 მაისი, 2015


სალო და ბაღი

დღეს პირველად ბაღში.
წაიყვანეს სალი,
ისე მოეწონა,
აღარ უნდა სახლში.
უმალ დაუმეგობრდა,
გოგონებს და ბიჭებს
მოეწონა საჭმელიც,
აღარ კრიჭავს კბილებს.
ბაღში ყველა თოჯინას,
მის ლოგინში აწვენს,
თქვენი ვარო ძიძა,
აქეთ-იქით არწევს.
თან ხმამაღლა მღერის,
ეჩხუბება ნია,
დღისით იავნანა,
ვიღას გაუგია.
ჩემი ძიძაც მღერის,
შენ ასწავლი ნეტავ,
ათი გაუზრდია
მეთერთმეტე მე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები