ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2014


ბატონ ნუგზარ თუშიშვილს

კითხულობს მთვარე პეტეფს და ბოდლერს,
აძინებს ქარი ხეებს და ტუქსავს,
ჩაესმით თქვენი მუსიკა ფოთლებს,
ნანინასავით ბატონო ნუგზარ!

ხატავს იესოს ჯვარცმას გოია,
ღამის წყვდიადში დაეძებს მუზას
თქვენ მიუჯდებით ნაცნობ როიალს-
-ღმერთს გაამხნევებთ ბატონო ნუგზარ!

ოკეანეში (ერთი შეხედვით)
მზე ჩაესვენა - სამყაროს ღუზა.
მუსიკა იყო მათი შეხება-
-თქვენი მუსიკა ბატონო ნუგზარ!
სხვა რითი გინდა კაცმა იხარო?!
უსმენ და არჩევ თეთრსაც და მუქსაც.
არ დაიღალოთ,
არ დაიღალოთ,
არ დაიღალოთ, ბატონო ნუგზარ!

როცა ჩადგება ყინვა ხელებში,
შევიწროვდება ბილიკი თუ გზა,
დამმარხონ მხოლოდ თქვენს სიმღერებში,
თქვენს სიმღერებში ბატონო ნუგზარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს