 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 17 სექტემბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ერბოწონიაშვილების ოჯახში ჭაღზე ანგელოზი შემოსკუპებულიყო, ოდნავ ირწოდა, ხელში გვირილა ეჭირა და პუტავდა...
--არის ღმერთი, არ არის....არის ღმერთი, არ არის...არის ...არ არის...არის.....აჰაა! მერე გახარებულმა ბოლო ფურცელი მოაწყვიტა გვირილას....--არ არის! არ არის! ასეც ვიცოდი! ღმერთი არ არის!
შემდეგ გახარებულმა გვირილა ძირს ჩამოაგდო, ერთხანს ისევ იჯდა მობუზული და მერე ფანჯრიდან მოუსვა, ეზოში, სადაც გაქონილ სკამზე ოჯახის უფროსი ლოთაობდა, ჩრდილში, უბნის ლოთებთან ერთად... მერე , მათი გამოსირებული ლაყბობით რომ დაიღალა, დიასახლისს მიადგა. დიასახლისი კომპიუტერთან იჯდა, 18 წლის გადაპარჭყული და ტუჩებგაბუშტული გოგოს სურათი დაედო სოც-ქსელებში და ერთობოდა. მერე მათ ქალიშვილსაც მისდგა...გამწარებული გოგონა ოთახში ჩაკეტილიყო და მასტურბაციით იყო გართული...თვალები მიელულა, პირი ოდნავ დაეღო, მძიმედ სუნთქავდა, დაღლილ თითებს გაოფლილ ბარძაყებსშუა ამოძრავებდა. ანგელოზს არც მისი ძმა დავიწყებია!.... გადაკვეთა ქალაქი, დიდხანს მიჰქროდა, სანამ კაზინომდე არ მიღწია, დროულადაც!....იქიდან უკვე გამოსულიყო გაფითრებული , უმცროსი ერბოწონიაშვილი....ტუჩებს აცმაცუნებდა: ---ჩემი დედას შევეცი..--ჩურჩულებდა...ბოზიშვილი ვიყო.... ანგელოზს მისი ყურებაც მობეზრდა, დაიღრიჯა და უკანვე გამოქროლდა, ამ დროისთვის მოსაღამოვებულიყო , ერბოწონიაშვილების ოჯახში უკვე სრული იდილია სუფევდა, ოჯახის უფროსი მაგრად გამომთვრალიყო, გარეთ ვიღაცას აგინებდა და ამ ხმას ორგანულად ერთვოდა ახლახანს ორგაზმგანცდილი მისი ქალიშვილის მოგუდული ხმა....ამ ყველაფერს კი კლავიატურის წკაპუნი მორცხვად უერთდებოდა....ოჯახის დიასახლისი 38-ე ბიჭს აცდუნებდა (ვირტუალურად) ანგელოზმა ერთხანს უსმინა ამ ყველაფერს, თავი გადააქნია და ისევ ჭაღზე შემოსკუპდა.....ჩაფიქრდა..... ----ბოზიშვილი ვიყო......თქვა ჩუმად ანგელოზმა---..ეს რა ხდება ჩემი დედას შევეცი!.....ჯერ ხომ ეკონომ-ნათურების დაყენება ვერ ისწავლეს ამ ჭაღზე და ტრაკი დამეწვა........ნორმალური ცხოვრებისთვისაც რომ არ უქნია ეგენი ღმერთს....ღმეერთს?...მაგრამ ღმერთი ხომ არ არსებობს.....დაიცა, დაიცა...აბა ვინ შექმნა ეს ყველაფერი?....---და ანგელოზს უცებ გასხივოსნება ეწვია!... ამ დროს ერბოწონიაშვილების ვაჟმაც მოაღწია სახლამდე....ეტყობა კაზინოში დღესაც ბლომად წაეგო, გამწარებული შემოვიდა და ისე მიაჯახუნა კარი რომ საწყალი, ჩაფიქრებული, გასხივოსნების მეოთხე ეტაპზე მყოფი ანგელოზი შეხტა....და უცებ...ბრაააახ! ძირს ჩამოვარდა ! ანგელოზი კვნესით ადგა , ისე დაიბნა, გასხივოსნება კი არა, გადაავიწყდა რომ ანგელოზია და ფრენა შეუძლია!!! ...ამიტომ, იმის მაგივრად რომ გაფრენილიყო, კოჭლობით გავიდა, ძლივს აუქცია გვერდი ოჯახის უფროსს.....მერე კიბეზე ჩამოჯდა და ზემოდან არეულ-დარეული ხმები შემოესმა: ....სად დალიე ამდენი, საქონელო!!!!! ---რას აკეთებდი ჩაკეტილი რომ იყავი? დედა გენაცვალოს, ოფლიანი რატომ ხარ? ---რა ფერი გადევს!...წააგე?..ისევ კაზინოში ეგდე?.. ---რას დაძვრები ინტერნეტში! ბავშვებს მიხედე .... ---აუფ!!!...შენ მიხედე! მთელი საღამო ლოთაობ! ---ვმეცადინეობდი და გავიოფლე....რა იყო დედაა?...შენ არ ოფლიანობდი ჩემხელა რომ იყავი??? ---ხვალ ფული მჭირდება, ნიკუშასგან ვისესხე და წავაგე..... ანგელოზმა სწრაფად დატოვა ეს საშინელი ადგილი და დაიფიცა რომ აღარასდროს იქნებოდა ვინმეს მფარველი!.... ფრთები კი ისე დაემსხვრა რომ ვეღარ დაწეპდება... და მაინც, ღმერთი არის, ნამდვილად არის.დამიჯერეთ. თუ არა და.....აი, ნახავთ .....................
ს.ნ.2014
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ეს ალბათ ,,მარცხენა" მხარის ,,ანგელოზია". . . . ტვინს რომ ანიავებ დაღლილობისაგან და მაგ დროს წერ, აი რაღაც მაგდაგვარია. ეს არაა ის, სათქმელი დამიგროვდა და ვთქვიო. არადა ბევრია მიჩვეულია ამ ავტორისაგან სხვაგვარად ნაფიქრის გაჟღეტებას. ეს ალბათ ,,მარცხენა" მხარის ,,ანგელოზია". . . . ტვინს რომ ანიავებ დაღლილობისაგან და მაგ დროს წერ, აი რაღაც მაგდაგვარია. ეს არაა ის, სათქმელი დამიგროვდა და ვთქვიო. არადა ბევრია მიჩვეულია ამ ავტორისაგან სხვაგვარად ნაფიქრის გაჟღეტებას.
4. ეს რემიქსი რას ნიშნავს ვითომ???
ერთობით? :)
ეს რემიქსი რას ნიშნავს ვითომ???
ერთობით? :)
3. კომენტარებზე გამეცინა და ,ნაწერიც სამწუხაროდ ვერ მოვიწონე,იმიტომ,რომ ძველების მსგავსი არ არის ეს,თუმცა არც რაიმე ახალია . მაინც გამომივიდა უარყოფითი კომენტარი რასაც უბრალოდ ვერ ვიტან. კომენტარებზე გამეცინა და ,ნაწერიც სამწუხაროდ ვერ მოვიწონე,იმიტომ,რომ ძველების მსგავსი არ არის ეს,თუმცა არც რაიმე ახალია . მაინც გამომივიდა უარყოფითი კომენტარი რასაც უბრალოდ ვერ ვიტან.
2. ღმერთი არის, ოღონდ ის არ არის სასჯელაღსრულების მინისტრი :) ღმერთი არის, ოღონდ ის არ არის სასჯელაღსრულების მინისტრი :)
1. არ მესმის, ასეთი რაღაცა როგორ უნდა დაწერო ადამიანმა:((
ეს არის მკრეხელობა! დაანებეთ ღმერთს და ანგელოზებს თავი (თუ განსაკუთრებულად წმინდა და სათუთ თემაზე არ წერთ ) და ისე წერეთ , მარაზმია უკვე რა!
დაგსჯით ღმერთი...ნუთუ ოდნავადაც არ გეშინიათ მაინც? :((
არ მესმის, ასეთი რაღაცა როგორ უნდა დაწერო ადამიანმა:((
ეს არის მკრეხელობა! დაანებეთ ღმერთს და ანგელოზებს თავი (თუ განსაკუთრებულად წმინდა და სათუთ თემაზე არ წერთ ) და ისე წერეთ , მარაზმია უკვე რა!
დაგსჯით ღმერთი...ნუთუ ოდნავადაც არ გეშინიათ მაინც? :((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|