ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


***

დამესიზმრა ბავშვობა - დაკარგული სამოთხე,
სადღაც დატოვებული, მტვრიან გზების გადაღმა.
სურვილებმა სურვილი ისე გულით გამოთქვეს,
რომ ბავშვობაც გაგრძელდა სიზმრის ნების თანახმად...
რეალობა მელოდა, თავის საყოველთაო
მოთხოვნებით, საქმეთა მთელი კორიანტელით.
ვარიგებდი ტკბილეულს, როგორც „ვალებს ერთაოზ“,
და ბავშვობის საწოლში ჩემს დიდობას ვატევდი...
მოგონება ოთახში ჩუმად პოლტერგეისტობს,
ხან ნაბიჯის ხმა ისმის, ხან იცინის თოჯინა.
რეალობამ უბრალოდ, ერთი რამე შეიტყო,
თავის შველის ამბავში მას უთუოდ ვჯობივარ...
                17.09.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები