ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა.მელთაური
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2014


მთა

როგორი შფოთი რამა ხარ,
სიყვარულის დრო ახლაა...
არ იცი, როგორ მაკლიხარ
გული ღრუბელზე მაღლაა...
მტკივა,
მარტო რომ დარჩები
მტკივა,
ქსანი და არაგვი,
მონატრება ხარ შენ ჩემი,
ისეთი, როგორც არავინ.
რა უცნაურად გაშავდა
ცა ტიალი და ოხერი,
აქ არის
ჩემი ვაჟა და
ჩემი
გოდერძი ჩოხელი.
გული ცრემლებით მევსება,
ნეტა რა
დავაშავე რა...
იქნებ დავბრუნდე ფესვებთან,
სადაც
ვაჟაა ფშაველა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს