ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2014


მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს.

მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე.
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე,
რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია,
ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე.
მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად,
დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე.
მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია,
ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს.
ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?!
ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? !
მე შენი სხეული კი არა მწყურია,
თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს,
არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე,
მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია,
ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები