დღეს მე და პიტერი სასეირნოდ ვიყავით.მამამ როგორც ყოველთვის წარბშეკრულმა დაარიგა პიტერი და პიტერსაც ხელი არ გაუშვია,რა სულელი ბიჭია,არადა როგორ უხდება სისულელე,ძალიან ძალიან..ბევრი ვისეირნეთ,მერე ერთი ლამაზი სახლის სახურავზე ამახედა ,გინდა ვიდეთო?უარს როგორ ვეტყოდი?კიბეები სირბილით ავიარეთ,როგორც იქნა ავედით,ისეთი სილამაზე იყოოოოო!!!!უამრავი მტრედი,სახლების ჭრელი სახურავები,ღრუბლები თითქოს სულ ახლოს..მგონი კარლსონის სახლიც კი დავინახე,პიტერს ვუთხარი და იცინა,როგორი შტერი გოგო ხარო,მეკიდე სულ მჯერა რომ კარლსონი მართლა ცხოვრობს სახურავზე და რომ პეპიც -ვილა,,ყიყლიყოში,,....ჯიბეებში რაც მიწის თხილი მქონდა,სულყველა მტრედებს დავუყარე,ისე გაუხარდათ..ცოტა ხანი ვიჯექით და არაფერზე ვლაპარკობდით..მერე პიტერმა მითხრა რომ მე საოცარი გოგო ვარ,არავის არ ვგავარ და რომ ძალიან ლამაზი ჭოფლები მაჩუქა მზემ..როგორი სულელი ბიჭია ეს პიტერი,სულ მარცხვენს..ალბათ ცოტათი გავწითლდი,მაგრამ კიდე კაი უკვე ბნელდებოდა და იმედია ვერ შემამჩნია....სახლში დაბრუნების დრო იყო,სახურავიდან ჩამოვედით და ვფიქრობდით ფეხით დავბრუნებულიყავით თუ ტრამვაით..მაინც ფეხით გადავწყვიტეთ.ამ საღამოს ყვითელი ქუდი მეხურა,ანუ ყვითელ განწყობაზე ვიყავი,ამიტომ ტკბილეულის მაღაზიაში ჩემი საყვარელი,ყვითელი კარამელები ვიყიდე,ნახევარი პიტერს ჩავუყარე ჯიბეში და ნახევარით ჩემი ჯიბე გავივსე..ნეტა სახურავზე მქონოდა მეთქი ეს კარამელები,კარლსონს დავუტოვებდი..მერე გზად სადაც კი შემხვდა,ყვითელი ფოთლები მოვაგროვე,ჩემს ოთახში,იატაკზე უნდა დავყარო,სასაცილოა არა?არადა იცით რა ლამაზია?აბა ერთხელაც მოსინჯეთ..გგონიათ პირველად ვაკეთებ ასე?მამასაც ეცინება ყოველ ჯერზე,რა ჩერჩეტი გოგო მყავხარო,მაგრამ მერე ჩემს გვერდით ჯდება,მე ფლეიტაზე ვუკრავ,ის კიდე მისმენს და იღიმება..იღიმება..და მგონი ძალიან ბედნიერია.. აი,მოვედით..პიტერი როგორც იქნა ხელს მიშვებს და მე ლოყაზე ვკიცნი,იგი თბილად მიღიმის და მელოდება როდის შევაღებ კარს და ხელს დავუქნევ,მერე კი მიდის.. ხვალ ისევ ვნახავ...სკოლაში,ჩემს გვერდით სკამზე....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ))) თავიდან ასე მეგონა საბავშვო იქნებოდა...ახლა რომ ვუყურებ მეც ვფიქრობ,რომ სულაც არ არის ასე))) ))) თავიდან ასე მეგონა საბავშვო იქნებოდა...ახლა რომ ვუყურებ მეც ვფიქრობ,რომ სულაც არ არის ასე)))
12. საბავშვო რატომ არის?( ისე საბავშვოზე გამახსენდა.ისიც ისე იწერება,როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთ). საბავშვო? უფლისწული 80 წლის ასაკში, გაცილებით უკეთესი იქნება( ჩემთვის,სავარაუდოდ) საბავშვო რატომ არის?( ისე საბავშვოზე გამახსენდა.ისიც ისე იწერება,როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთ). საბავშვო? უფლისწული 80 წლის ასაკში, გაცილებით უკეთესი იქნება( ჩემთვის,სავარაუდოდ)
11. :) ნ- ი- კ- ი გმადლობ გულწრფელი კომენტარებისთვის... :) ნ- ი- კ- ი გმადლობ გულწრფელი კომენტარებისთვის...
10. "გინდა ვიდეთო?" "მე ლოყაზე ვკიცნი," კორექტურაა შეასწორე
"ის კიდე მისმენს და " ის კი მისმენს
კარგი მამაა ალანი :)
კარგი განწყობა მოიტანა დღიურმა "გინდა ვიდეთო?" "მე ლოყაზე ვკიცნი," კორექტურაა შეასწორე
"ის კიდე მისმენს და " ის კი მისმენს
კარგი მამაა ალანი :)
კარგი განწყობა მოიტანა დღიურმა
8. მშვენიერია!
კარგად წერ. მშვენიერია!
კარგად წერ.
7. ძალიან კარგი ამელი გვყვასვს ჩვენ... ფაქიზი, ცქრიალა გოგო! ძალიან კარგი ამელი გვყვასვს ჩვენ... ფაქიზი, ცქრიალა გოგო!
6. :) უყვარს იოჰანს ამელი :) უყვარს იოჰანს ამელი
4. უი, საბავშვო ყოფილა :)
პიტერი...პიტერი..აჰ, ხო, პიტერ პენი :)
მსუბუქი, კეთილი, ლამაზი ამბავი.
უი, საბავშვო ყოფილა :)
პიტერი...პიტერი..აჰ, ხო, პიტერ პენი :)
მსუბუქი, კეთილი, ლამაზი ამბავი.
3. დიდი მადლობა ირინკა:):* არაჩვეულებრივო:):* დიდი მადლობა ირინკა:):* არაჩვეულებრივო:):*
2. ჩემი ხუთი ქულაც აქ და პიტერს მოკითხვა
:) ჩემი ხუთი ქულაც აქ და პიტერს მოკითხვა
:)
1. გუშინ წავიკითხე პირველი ნაწილი, თუ როგორცაა, ძალიან, ძალიან საყვარელი ამელი მოგიყვანია, ხშირად შემომიტყუებს ხოლმე თავის სამყაროში უკვე ვიცი :)
დავტოვე 5-ები :) გუშინ წავიკითხე პირველი ნაწილი, თუ როგორცაა, ძალიან, ძალიან საყვარელი ამელი მოგიყვანია, ხშირად შემომიტყუებს ხოლმე თავის სამყაროში უკვე ვიცი :)
დავტოვე 5-ები :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|