ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


***

***

ხანდახან ისე ახლოს ვარ
კარის სახელურთან,
გამოღება, გასვლა
და გაჯახუნებაღა მრჩება
წასვლამდე.
მაგრამ ყოველთვის
როცა ეს წამი დგება,
ჩემი ხელი სახელურზე,
შენს ხელს ეხება.
ყოველთვის წინ ხარ
ერთი ნაბიჯით,
და ამიტომაც ხშირად
გიწევს უკან მოხედვა.
მე კი მოგყვები ნაბიჯ-ნაბიჯ,
ასე კვალდაკვალ...

ჩემი ხელები შენს მხრებს
ადევნებული თოლიებია.

***

მე არც მოგონებები მტანჯავენ
და არც წარსულის ლანდები
მეთამაშებიან.
არც იმაზე ვფიქრობ,
ვინ ვიქნებოდი, რომ
არ ყოფილიყავი შენ,
არც ის მგონია, თავი
ნახევარ კაცად მეგრძნო,
მეორე ნახევრის მოლოდინში.
უბრალოდ არის ხოლმე,
არაფერს ელი, არაფერი გჭირდება,
და სწორედ მაგ დროს,
მოდის ის და ხვდები,
რასაც არ ელი, რაც არ გჭირდება,
ისაა სიყვარული.

ასე უბრალოდ,
ასე მარტივად,-
ხარ და გიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები