ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


რეპეტიცია

აცეკვებს წვიმას ქარის შოლტები,
დაიფრენს ღრუბლებს უბირს და უნდილს,
მამის თბილ ტახტზე გავიშოტები,
ცა იმოსს მთვარის სხივნაქსოვ მუნდირს.
        დღეც ჩემთან ერთად ღონემიხდილი...
        შორს ჩამომქრალი ცის ლიცლიცია,
        მერევა თვლემა _ მცირე სიკვდილის
        იწყება უხმო რეპეტიცია.
არყოფნა ...  სული დამდგარა ზღვართან,
ხეებს ფოთლები სცვივა უძალო,
არც ისე ძნელი ყოფილა წასვლა,
მტრედების ფრთების ქოხში, უფალო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები