ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2014


***



***
წყაროს წყალი და სანთელი ვარ
განა ღვინო მე
და დავიწყებულ სამარეში
მზე და ძვლებია
ძნელი ყოფილა
როცა ძმები არავინობენ
ძნელი ყოფილა
როცა მტრები გედაძმებიან.

ხედავ და გტკივა
(მათთვის გული არ გენანება)
მიწას სიკეთეს უწუნებენ
თუ მზეს გალობას
ძნელი ყოფილა
მონატრების გაფერმკრთალება
და სიყვარულში
სიმშვიდე და უმწვერვალობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები