ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


ორიგინალური პერფორმანსი

ცხოვრებას კარტივით ჩამოვდივარ
და მარაოსავით შენს წინ გაშლილს,
ძალაუნებურად გამომივა
ორიგინალური პერფორმანსი.
ალბათ, გამომაჩენს უფრო ქალურს
წრფე ქუთუთოებზე ოვალურად,
ან თუნდაც კეფაზე პეპლის ტატუ,
ან სხვა რამე _ უფრო პიკანტური.
დარწმუნებული ვარ, აღმოვჩნდები
შენთვის სასურველი უფრო მეტად,
თუკი მეჭირება საჩვენებელ
და შუა თითს შორის სიგარეტი...
სად შემიძლია!..
ან როგორ მქონდეს
შენთან მეგობრობის ამბიცია
ერთ მოკრძალებულ ქალს,
თმებით _ ბლონდი,
გულუბრყვილოსა და პროვინციელს?!.
ვიცი, შეგაშფოთებს გაგონება _
გტოვებ, ხსოვნიდანაც მშვიდად წაგშლი,
რადგან, დამიჯერე, არ მჭირდება
არაბუნებრივი პერფორმანსი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები