ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


რეტრო

ძნელი ყოფილა, მომდურავს როცა გულისთქმას უმხელ.
ვწერე და ვშალე წერილი, გადავათეთრე წუხელ.
რა ჩემებურად მიყვარდა! მეჩემებოდა, მან კი
სცადა და ვერ მაპატია ჩემ უნებური მანკი.

მივწერე: ,,რა მჭირს, არ ვიცი, თითქოს შემასვეს ბანგი...
ჩემი საშველი არა ჩანს, ჩემი სარგო და მარგი.
არ მინდა, მხრებზე დაგაწვე, ვით უსარგებლო ბარგი.
დაე, ღირსეულს ეწიო, შენ - ჩემი დანაკარგი.
თავს გაუფრთხილდი!"

პასუხმა
დღეს მოატანა:
,,კარგი."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები