ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
27 სექტემბერი, 2014


ცხოვრების უცნაური ალგორითმები---2

.......ისინი ერთ ქალაქი ცხოვრობდნენ, მეტიც, ერთ რაიონში , მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მიუხედავად ამისა, მათ ერთმანეთი უყვარდათ.ორივეს წარმოედგინა თავისი იდეალური მეორე ნახევარი.
ბიჭი კვირაში ერთხელ ვაგზლის მიდებარე ტერიტორიაზე მდგომ ბინძურ ქალებში დადიოდა და სულ იმ გოგოზე ფიქრობდა , მათთან სექსის დროს...
გოგონაც არ ჩამორჩებოდა ფანტაზიებში, საღამოობით და ხანდახან ღამეც, განცდებში იყო, თვალდახუჭული წარმოიდგენდა ხოლმე რომ იმ ბიჭთან იყო....და...და.......(რეკლამა)
        ერთხელ, სუპერმარკეტში, მდნარი ყველის, ბულგარული წიწაკის  და იოგურტების რიგში კინაღამ შეხვდნენ!....მერე წიგნის მაღაზიაში, როცა ადოლფ ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" და ზიგმუნდ ფროიდის "ორალური ეროტიკა" იყიდეს, თითქმის ერთდროულად...მაგრამ სანამ ბიჭი საკრედიტო ბარათს ეძებდა, გოგონამ ნაღდი ფულით გადაიხადა და გახარებული გამოვარდა მაღაზიიდან, წიგნებს მიშტერებული, მერე შემთხვევით ფეხი წამოკრა პარკში სკამს და კალგოტკა გაიფუჭა...
მეორედ კი , როცა გოგონა მეტრო რუსთაველიდან ამოვიდა, ბიჭმა მაშინ ჩააბიჯა, იყო შანსი რომ შეემჩნია, მაგრამ ბედის უკუღმართობით მესიჯი მოუვიდა, სანამ კითხულობდა , თავდახრილი რაღაცა ტუტუცურ რეკლამას, ფასდაკლებაა პლანშეტებზეო, გოგონა უკვე ხალხს შეერია...
      ბიჭი დროდადრო მეგობრებთან ლოთაობდა და მათ უყვებოდა თუ როგორი ცხელი სექსი ქონდა თავისი ოცნების ქალთან
მეგობრებს არ სჯეროდათ და იცინოდნენ..ბიჭიც იცინოდა....მაგრამ მწარედ.
გოგონა ლექციებამდე და ლექციებს შუა (ხანდახან , როცა ძალიან მოაწვებოდა, ლექციის დროსაც) დაქალებს უყვებოდა თუ რა რომანტიული სიყვარული ქონდა იმ ბიჭთან...
მაგრამ გოგონები არ იცინოდნენ! .. მათ შეიძლება არ დაიჯერონ მაგრამ გულს არ ატკენენ დაქალს.... უკეთესი მეგობრობა შეუძლიათ!...

...............................................................................................................................................................
      შემდეგ ისინი დიდხანს აღარ "შეხვედრიან"..შეიძლება და ხვდებოდნენ კიდეც მაგრამ მათ შორის მანძილი დიდი იყო, ან ორი სამი ავტობუსის გაჩერება, ანდა .....თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...ეჰ.
      და აი უცებ, გაზაფხულზე, სამარშრუტო ტაქსში ერთად აღმოჩნდნენ....
....გოგონა ვიღაც ნიგერიელის გვერდით იჯდა, ფანჯარასთან ,ბიჭი კი ბავშვიანი ქალის გვერდით აღმოჩნდა, ბავშვი დიდთავა, მოუსვენარი და მიწადასაყრელი არსებების კლასს განეკუთვნებოდა.....თითს იშვერდა ფანჯრიდან და ყველაფერი უხაროდა, რამდენიმეჯერ ბიჭსაც ატაკა თვალში.... რამაც ერთგვარი სევდა მოჰგვარა ბიჭს...
უკეთესად არც გოგონა გრძნობდა თავს, ნიგერიელს უზარმაზარი, წითელი საყურისები ეკეთა და რაღაცა ტრანსს უსმენდა....ხმა შემაწუხებელი იყო... გოგონამაც ხელები აიფარა ყურებზე...
.... ამ დროს ბიჭმაც მიაღწია თავის გაჩერებას და მე-20 -ე საუკუნის ურბანული კლასიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფრაზა წარმოთქვა:
--რომ გადახვალ გააჩერე!...----
ბიჭი ჩავიდა ..... გოგონამაც ხელები მოიშორა ყურებიდან....მხოლოდ კარის მიჯახუნება გაიგო და გვერდზე მიმავალი საგანგებო სიტუაციების ავტომობილის ხმამ ჩაახშო ნიგერიელის პლეერში მფეთქავი ტრანსი.....მერე მძღოლის გინებამ გადაფარა ყველაფერი....--სად აჩერებ შენი დედას..-----
განა მარტო ვერ შეხვდნენ, ერთმანეთის ხმაც ვერ გაიგონეს!...
და ასე გაირბინა მარტოობის რამდენიმე თვემ...კიდევ იყო მცდელობები, მაგრამ უმნიშვნელო.....თითქოს ლოგიკური იქნებოდა რომ ბოლოს შეხვედროდნენ, ესაუბრათ, ყავა დაელიათ ....კინოში წასულიყვნენ...ხელი ჩაეკიდათ ერთმანეთისთის...და ა.შ.
მაგრამ ცხოვრებას, ბედს, ანდა ღმერთს, ვინ იცის!... საკუთარი ლოგიკა და კანონები ქონდა.


.................................................................................


ჰო და მრავალი წლის შემდეგ ისინი გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს...
ერთს ამობურცულ ლინზებიანი სათვალე ეკეთა და ქალაქის მერიაში უფასოდ დარიგებული ჯოხი მოემარჯვებინა...
მეორესაც....
ერთად მიაბიჯებდნენ....
---ეჰ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ..თქვა ქალმა და ყრუდ ამოიოხრა
მამაკაცი მოტრიალდა და შეხედა, ჯოხს აკანკალებული ხელი მოუჭირა....მაგრამ ყრუ იყო უკვე  და ვერ გაიგონა რა თქვეს, ხელი ჩაიქნია .
არც გაკვირვებიათ რომ ერთად იყვნენ და მიდიოდნენ.
მთელი გზა ხმა აღარ ამოუღიათ.........


ს.ნ. 2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები