ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2014


მებიუსი

"სიბრტყეზე  ვლაგდებით ,
სივრცე არ  გვჭირდება ,
განწყობა  ცალმხრივი და
ცხოვრება -ვიწრო
ჯიუტად შენთან ვარ,
მეტი  ცა არ მაქვს...
გრძნობები-სამმაგი
ერთგულად დამაქვს"

მაშინაც კი, როცა ვიცი,
ჯერ არ გინახავს ჩემი წერილები
უგონოდ  მიყვარხარ
ცალმხრივად....
როგორც მებიუსის ზედაპირი
ერთგანზომილებიანი-
სამგანზომილებიან სივრცეში.
ერთი სარკე  გვაქვს და სახეც  ერთი,
მაგრამ  მე მასში ნამდვილი ვარ
შენ --ანარეკლი,
გამოსახულება შავ_თეთრი ,
ცივი ფერებით და ცხელი შუბლით...
მე ავად ვარ  და  მიყვარხარ ,
თუმცა  არ ვიკურნები...

შენში უფრო მეტი ვარ, ვიდრე ჩემში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები