ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმ ური
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


ურის პირველი ელეგია

წერილს გწერს ური:

ვზივარ და ემილი ლუიზაუს ვუსმენ
"Sweet Dreams"-ს ვუსმენ და ვზივარ
დღეს შენთან არ ვარ
დღეს შენი არ ვარ...
შენი თვალებიც სხვას შეჰყურებს
შენი მკლავებიც სხვას ეხვევა
შენი ტუჩებიც სხვას კოცნის


და შენ კითხულობ:

სად არის ური
რად არ არის ური შენთან
შენი რატომ არ არის


და ური  გპასუხობს:

საღამოა. სიჩუმე. წვიმს...
საღამოა. სიჩუმე. წვიმს...
სისხლში ატანს წვიმის ხმა
და სისხლში ატანს შენი მონატრება
და სისხლს თავში ააქვს
და სისხლს გულში ააქვს
და თავშიც ხარ
და გულშიც ხარ
და ტრიალებ
და ცირკულირებ


და შენ კითხულობ:

რატომ წავიდა ური შენგან
რატომ გაუშვა ხელი შენი თმის ბოლოებს
თუ ასე ტრიალებ
თუ მართლა ტრიალებ


და ური გპასუხობს:

საღამოა. არვიცი. წვიმს.
საღამოა. არვიცი. წვიმს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები