ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2014


***

ი.-ს

სისულელეა, ყველაფერი სისულელეა...
სისულელეა ამღვრეული შენი თვალების
მიღმა (სასმელის გამორიცხვით) სხვა აზრის ძებნა;
სისულელეა საკუთარი თავის წვალება,
რომ იქნებ, იქნებ... სასწაული სწორედ მე შევძლო,
გავასუფთავო ეგ ავგიას მყრალი თავლები...
სისულელეა სიყვარულის ასე ბრმად რწმენა
და სისხლის ვნებით კიდევ ერთხელ გაფერმკრთალება.
სისულელეა... აღარ შემრჩა ძალა ადგომის
ვგდივარ მიწაზე და სინესტეს ვიწოვ ფორებით.
ასე კვდებიან. ასე მოვკვდი. ასე დაგტოვე...
დაგტოვე, ვიდრე ისევ თვითონ მიმატოვებდი.
სისულელეა, ყველაფერი სისულელეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები