ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2014


ჩემი ჟღალი მიმინო!

გამიფრინდა... სად გაფრინდა,
ვისთან არის ვინ იცის?!
უიმისოდ მზეც არ მინდა,
მზეც არ მინდა თბილისის!
დაღვრემილი ვხვდები აისს,
დამრჩა მხოლოდ ოცნება!
ნეტავ ახლა ვისთან არის,
ვის მიერ იკოცნება?!
ვახ, ნეტავი მაცოდინა
ვის მხარზე ზის ამჯერად!
დღემდე მაინც ისე მტკივა
ვით მოჭრილი მარჯვენა!
ვიდრე გულიც დაფერფლილა,
მინდა წავიღიღინო!
’’ვაი, რა შორს გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები