ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ოქტომბერი, 2014


მივხვდი, რომ მეშინია ღამის



დაღამდა...
მზის სხივმა ჩაყვინთა ზღვაში ,
მერე დაიმალა მზეც.
ზღვამ სხივი დაახრჩო ,
შევშინდი.
ღამემ შემაძრწუნა მეც.
არ მიყვარს ღამე და სიბნელე,
არც ის მერიდება , გულს მტკენს.
ოფლით დამეცვარა თითები
  როგორც იცის შიშმა  ხოლმე...
  ღამევ, მეზიზღები, ღამევ
  შენ მაინც  მაჯობე  მე.


რომ ვერ ამივსე  სული სითეთრით
ვერ გამითეთრდი,
ცდილობ სიბნელით  ამოტენო
ყველა კუნჭული
და სიცოცხლის ხე გამიხმო მე,
უსათუთესი.

ღმერთო, თუ გინდა ისევ მწამდე,
ისევ მიყვარდე,
მაშინ ხვალ დილით მათქმევინე:
მადლობა კიდევ ერთი  ღამისთვის,
უმტკივნეულოდ რომ გამითენდი
რომ მიერთგულე.

გთხოვ, დამხრჩვალი სხივი ამოაცოცე  ზღვის ჰორიზონტზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები