 | ავტორი: ზღვისპირელი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ოქტომბერი, 2014 |
..ჩავედი თუ არა, ბებომ ჩვეულებისამებრ მომკიდა ხელი და ერთ ლამაზ ადგილას უნდა წაგიყვანოო. სან-ჟარმენის ქუჩაზე ფეხით გავისეირნეთ და ერთ კაფეს მივადექით. -ნახე რა ჰქვია ამ კაფეს -გამიღიმა.. -ავხედე და ძალიან ლამაზი ასოებით ეწერა,,cafe,, AMELIE,, -ოოჰ,ბებო! როგორ მიაგენი-გამეცინა მე. თუმცა სულაც არ გამკვირვებია,მასაც ხომ ჩემსავით ფეხით ხეტიალი უყვარს,ალბათ ახალია,თორემ ამდენ ხანს აუცილებლად მომიყვანდა აქ. საოცრად მყუდრო და მშვიდი კაფე გახლდათ,არაფერი ზედმეტი. ლეგრანის ნაზი და თბილი მელოდია საოცარ განწყობას ქმნიდა. ხალხი ბევრი არ იყო. ჩვენ ერთ კუთხეში,ფანჯარასთან ახლოს დავსხედით. ბებომ მენიუ გადაშალა. -ამელი,აქ ძალიან გემრიელ შოკოლადის კექსს აკეთებენ,ზუსტად ისეთს,შენ რომ გიყვარს-მითხრა და მიმტანს უხმო. ცოტა ხანში ძალიან გემრიელ ყავას და კექსს მივირთმევდით. ბებომ ფინჯანი დადო და გაღიმებულმა შემომხედა: -ამელი შენ უკვე დიდი გოგო ხარ,მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრა...თვალები პატარა გოგოსავით აუციმციმდა. ეს ღიმილიც აქამდე არასოდეს მენახა მის სახეზე. -ძალიან მაინტერესებს მეთქი გავუღიმე და მოსასმენად მოვემზადე.ნელა და მშვიდად დაიწყო:ამელი,რამოდენიმე ხნის წინ ერთი ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,სულ მოულოდნელად,ჩემს ყვავილების მაღაზიაში მოვიდა და თავისი ქალიშვილისათვის თიგული შეუკვეთა ლუიზას. მეც იქ ვიყავი. ძალიან ლამაზი მაღაზია გაქვთო მითხრა, გმადლობთ მეთქი მივუგე. რამოდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. იმის შემდეგ ხშირად მოდიოდა.სერჟი საინტერესო ადამიანია,ძალიან მანებივრებს საჩუქრებით და სიურპრიზებით. მინდა გაგაცნო... ბებომ ისე შემომხედა,მივხვდი ჩემი აზრი მისთვის მნიშვნელოვანი იყო. რა უნდა მეთქვა,ისეთი ბედნიერი და შეყვარებული თვალები ჰქონდა,ისე ყვებოდა ამ ყველაფერს,რომ მივხვდი,სერჟი უყვარდა. -კარგი მაგრამ როდის გამაცნობ-ვკითხე მე -ხვალ ვახშმად დავპატიჟებო,მითხრა გახარებულმა. -მამას არ ეტყვი? -აუცილებლად,ოღონდ ეხლა არა,ცოტა დრო მჭირდება...შევატყვე ანერვიულდა. ავდექი,მივედი მასთან და ჩავეხუტე. -ბებო ძალიან მინდა ბედნიერი იყო,ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე გამიღიმა და თმები ამიჩეჩა. ქუჩაში გამოვედით,გაწვიმებულიყო,ტაქსი გამოვიძახეთ და სახლში წამოვედით. ერთი სული მქონდა ხვალინდელი დღის დადგომამდე.... ,,ამელის დღიური,, -Monpasie მთელი დღე ფაციფუცობდა ჩემი შეყვარებული ბებია სამზარეულოში,რაღაც ძალიან გემრიელს ამზადებდა აშკარად,ისეთი ვანილის სურნელი ტრიალებდა. -ბებო,დახმარება ხომ არ გინდა? -ამელი,იქნებ მაღაზიაში ჩახვიდე და ჩემი საყვარელი ყავა მოიტანო ძვირფასო?! - ჩემი ყველაზე საყვარელი ბებოსთვის როგორ დავიზარებ?!ვუთხარი და კისერზე ჩამოვეკიდე,მერე ხელებზე მოვკიდე ხელები და ოთახში დავაბზრიალე -ოჰ,შენ ცელქო ბავშვო!იცინოდა და თან ჩემთან ერთად ტრიალებდა -ნეტა შენი სერჟი რომ გხედავდეს,რას იტყოდა,ვიცინი მე.. როგორც იქნა დადგა ძვირფასი სერჟის მოსვლის დრო,ბებო ლიზა ისეთი ლამაზი იყო,სადა,ზღვისფერი კაბა ეცვა,მისი თვალების ფერი..ათასჯერ მაინც ჩაიხედა სარკეში,ვუყურებდი და მეღიმებოდა,რა საოცარი რამეა სიყვარული,ყველა ასაკში ქალს ისე ალამაზებს,აღაფრთოვანებს,აბედნიერებს და ბავშვურად ლაღს ხდის.....ოჰ,ჩემი სულელი პიტერი..როგორ მენატრება,გუშინ იყო რომ ველაპარაკე,სულ რაღაც ორი დღეა არ მინახავს და ეს ორი დღეც საკმარისი აღმოჩნდა რომ მისი ხმის გაგონებისას კინაღამ ვიტირე,შემატყო და ჩემო პატარა სულელი გოგო,არ იტირო,თორემ მოვალ და თმებს აგიწეწავო იცინოდა.... ოჰ,ეს დროც რა ნელა გადის.... ....ზარის ხმა გაისმა -ბებოო,მგონი მოვიდა!შევვარდი ოთახში -ამელი,როგორ გამოვიყურები?აფორიაქდა ლიზა ბებო -ულამაზესი ხარ მეთქი,ვაკოცე ..კარები გააღო -ლიზა არაჩვეულებრივი ხარ,როგორც ყოველთვის...ყვავილები გაუწოდა ბებოს.. -გმადლობ ძვირფასო.. -პატარა ქალბატონო,თქვენ ალბათ ამელი ხართ?!მიღიმის მე -დიახ,გამოიცანით,მეც ვუღიმი.. -ლიზამ მითხრა რომ ტკბილეული გიყვართ,ეს თქვენ -ძალიან ლამაზად შეფუთული ,ნარინჯისფერი ყუთი გამომიწოდა.. -დიდი მადლობა,ვეუბნები და ყუთს ვხსნი.ჩემი საყვარელი,,მონპასიეს,,კანფეტები!სულ ფერადები,გემრიელები! -როგორ გამოიცანით სერჟ,თქვენ ჩემი გულიც მოიგეთ-ვეუბნები და ვიცინით.. ძალიან სიმპატიურია,საოცარი ღიმილი აქვს და საინტერესო მოსაუბრეა,აი,ისეთია ნებისმიერი ქალის გულის მონადირებას რომ შეძლებს.. ეხლა უკვე აღარ მიკვირს ბებოს შეყვარებული თვალები......
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. არა,ნამდვილად არაა ნათარგმნი,ჩემია..))) არა,ნამდვილად არაა ნათარგმნი,ჩემია..)))
11. უყურე შენ ბებოს :)) ყოჩაღ
ერთი კითხვა მაქვს: ნათარგმნები ხომ არაა? რატომ პარიზი და საფრანგეთი? უყურე შენ ბებოს :)) ყოჩაღ
ერთი კითხვა მაქვს: ნათარგმნები ხომ არაა? რატომ პარიზი და საფრანგეთი?
10. მომწონს ამელის ბებია ) მომწონს ამელის ბებია )
9. რატომ არ უნდა იყოს ახალგაზრდა ბებია ბედნიერიი?)ნუ ხართ მამაკაცები ეგოისტები))სხვათაშორის ქორწილიც ექნებათ მალე) რატომ არ უნდა იყოს ახალგაზრდა ბებია ბედნიერიი?)ნუ ხართ მამაკაცები ეგოისტები))სხვათაშორის ქორწილიც ექნებათ მალე)
8. ეს პროპაგანდაა, ბებია თუ შეყვარებული იქნება და პარტნიორს შეხვდება უნდა გაგვეხარდეს, არა? რა თქმა უნდა ! გოიმები ხომ არ ვართ. ამბობენ: სიყვარულს ასაკი არ აქვსო , თუ როგორაა... ეს პროპაგანდაა, ბებია თუ შეყვარებული იქნება და პარტნიორს შეხვდება უნდა გაგვეხარდეს, არა? რა თქმა უნდა ! გოიმები ხომ არ ვართ. ამბობენ: სიყვარულს ასაკი არ აქვსო , თუ როგორაა...
6. ამ თავში რაღაც უცებ გაიზარდა ამელი. . . არის ადგილები, სადაც ,,ის ისე ვერ იაზროვნებს", როგორც წერია. წინა თავებში ისე კარგადაა დაცული დიდი ადამიანის ,,აზრისაგან" და ახლა რატომღაც დამრჩა განცდა, რომ ავტორი ამელის ამბავთან ერთად, თავის ფიქრსაც ყვება. . . მე მომწონს ეს ნაწერები, ოღონდ ჩემი თხოვნაა ზრდასრული ადამიანის ფიქრებს ნუ შეურევ ამელის ფიქრებში. :) ამ თავში რაღაც უცებ გაიზარდა ამელი. . . არის ადგილები, სადაც ,,ის ისე ვერ იაზროვნებს", როგორც წერია. წინა თავებში ისე კარგადაა დაცული დიდი ადამიანის ,,აზრისაგან" და ახლა რატომღაც დამრჩა განცდა, რომ ავტორი ამელის ამბავთან ერთად, თავის ფიქრსაც ყვება. . . მე მომწონს ეს ნაწერები, ოღონდ ჩემი თხოვნაა ზრდასრული ადამიანის ფიქრებს ნუ შეურევ ამელის ფიქრებში. :)
5. ჰო,დღეს კიდე ერთმა მირჩია,ალბატ მომავალში პროზას დავადებ))გმადლობ :* ჰო,დღეს კიდე ერთმა მირჩია,ალბატ მომავალში პროზას დავადებ))გმადლობ :*
4. პროზაა ეს, შეცვალე ჟანრი პროზაა ეს, შეცვალე ჟანრი
3. მაშინ პროზა ;;) მაშინ პროზა ;;)
2. ჟანრი შევცვალე,რატომღაც საბავშვოთი მგონი არ დაინტერესდნენ )) ჟანრი შევცვალე,რატომღაც საბავშვოთი მგონი არ დაინტერესდნენ ))
1. როგორ ველოდები გაგრძელებას... :) ჟანრი არ მომწონს აქ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. . . :) როგორ ველოდები გაგრძელებას... :) ჟანრი არ მომწონს აქ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. . . :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|