ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

იქ დამასახლეთ

სადაც ნისლები ფეხქვეშ მიყრია
და ზეცამდეა არც ისე შორი,
იქ ამიყვანეთ იქ დამასახლეთ,
სადაც არ არის შფოთი და ჭორი.
სადაც ღრუბლებმა გადამიარა
და შუბლზე თბილი დამისვა ტორი.
იქ ამიყვანეთ ,იქ დამასახლეთ,
უნდა ფიქრების დავიდგა გორი.
ჩემი ცხოვრება ხან ყმულია,
ხან ცის კიდეზე, დაღლილი ქორი
და ნუ მომძებნით რათგან თქვენამდე
ამ მთის გარეშეც შორია, შორი.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები