ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2014


ოცნების ნაგლეჯი

ჩქარა მოდი ჩქარა.
მოდის ფიფქის ფარა,
მოასწარი თორემ,
აგერევა შარა.
ბინდიც ნაბავს თვალებს.
მოგიყვები ზღაპრებს.
როგორ კოცნის მთვარე
ცად აზიდულ ალვებს.
ჩქარა თორემ რული,
ეკიდება თვალებს.
ბუხრის ბოლო შეშა
წამებს უთვლის ალებს.
ჩქარა თორემ ქარი.
დღეს ხელიდან წამგლეჯს,
ამ ოცნების ნაგლეჯს
და დავხურავ ფარჯრებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები